Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამხრეთ ოსეთში ქართული სკოლები უქმდება
Civil Georgia, Tbilisi / 28 ივლ.'17 / 19:54

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება რეგიონის ქართულ სკოლებში, 2017-2018 სასწავლო წლიდან, ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას გეგმავს. 

სამხრეთ ოსეთის „განათლების მინისტრის მოადგილემ“, ელისო გაგლოევამ 26 ივლისს განაცხადა, რომ „განათლების სამინისტრომ დაასრულა მოსამზადებელი სამუშაოები, ქართულ სკოლებში სწავლების რესპუბლიკის სტანდარტებზე გადასაყვანად“. 

„ეს ნიშნავს, რომ სასწავლო გეგმაში რუსული და ოსური ენების კომპონენტი მნიშვნელოვნად გაძლიერდება და მოსწავლეები ყველა საგანს რუსულად ისწავლიან“, - აღნიშნა გაგლოევამ და დასძინა, რომ ეს ცვლილება - ახალგორის რაიონში მოქმედ ექვს, და საჩხერისა და ქარელის რაიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თითო ქართულ სკოლას შეეხება. 

ცვლილების შედეგად, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები მშობლიურ ენას ცალკე საგნად ისწავლიან.

სამხრეთ ოსეთის „ახალარჩეული“ ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი 9 ივნისს ეწვია ახალგორის რაიონს, სადაც უკმაყოფილება გამოხატა იმ ფაქტით, რომ ზოგიერთ ადგილობრივ სკოლაში სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს და შესაბამის მოხელეებს რეგიონის საერთო სტანდარტზე ქართული სკოლების გადაყვანა დაავალა.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეს გადაწყვეტილება ნაწილია საერთო ტენდენციისა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზეც ვითარდება. რუსულ ენაზე სწავლება გალის რაიონის ქართულ სკოლებშიც გადავიდა. აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გალის რაიონში, სადაც 31 ქართული სკოლა ფუნქციონირებას 1992-93 წლების ომის შემდეგაც განაგრძობდა, უკანასკნელ 11 ქართულ სკოლაში ქართულ ენაზე სწავლება 2015 წლის სექტემბერში გაუქმდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11