Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რელიგიური გაერთიანებები: ახალი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების „გაუმართლებელი შეზღუდვის“ საფრთხეს წარმოშობს
Civil Georgia, Tbilisi / 2 აგვ.'17 / 17:35

პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები „რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს“, - ნათქვამია სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა. 

მიმართვა, რომელსაც ხელს რელიგიური უმცირესობების 19 ჯგუფი აწერს, მეორე მოსმენით მიღებული კონსტიტუციური კანონპროექტის მე-16 მუხლზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს „დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, დანაშაულის თავიდან აცილების, ჯანმრთელობის დაცვის, მართლმსაჯულების განხორციელების ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“.

რელიგიურ გაერთიანებებს მიაჩნიათ, რომ ეს კრიტერიუმები „წარმოშობს მაღალ რისკს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცილებელ მიზნებს“.

„როდესაც ვსაუბრობთ რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციით შეზღუდვის საფრთხეებზე, ვითვალისწინებთ იმ მრავალწლიან გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი ვაწყდებით საქართველოში“, - ნათქვამია რელიგიათა საბჭოს მიმართვაში. 

„ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენი რწმენის გამოხატვის შეზღუდვის, ძალადობისა და შეუწყნარებელი დამოკიდებულების მსხვერპლნი“, - ამბობენ რელიგიის საბჭოს წევრები და დასძენენ, რომ კონსტიტუციაში „ბუნდოვანი“ ნორმების შეტანით, შესაძლოა, „რელიგიური გაერთიანებების უფლებათა არამართლზომიერ შეზღუდვას მიეცეს ლეგიტიმაცია“.

საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც ვენეციის კომისიას გადაეგზავნა, მე-16 მუხლი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების ზუსტ ჩამონათვალს არ შეიცავდა და შესაბამისი ნორმა ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: „დაუშვებელია რწმენისა და სინდისის თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს“. 

ვენეციის კომისიამ აღნიშნული ჩანაწერი დაიწუნა. კომისიის დასკვნის მიხედვით, ეს ნორმა, ერთი მხრივ, იძლეოდა რელიგიის თავისუფლების „ვიწროდ“ განმარტების შესაძლებლობას, ხოლო მეორე მხრივ, შესაძლებელს ხდიდა სხვათა უფლებების შელახვის „ფართო“ ინტერპრეტაციას. 

„გაძლევთ რეკომენდაციას, რომ კონსტიტუციის შესაბამის ნორმაში შეიტანოთ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის სხვა ლეგიტიმური მიზნები (უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის და ზნეობრივი ნორმების დაცვა), როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლით და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით არის განსაზღვრული“, - აღნიშნულია ვენეციის კომისიის დასკვნაში. 

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო. მესამე და ბოლო მოსმენა 2017 წლის საშემოდგომო სესიაზე გაიმართება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33