Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქეთევან ციხელაშვილი სამხრეთ ოსეთში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას ეხმაურება
Civil Georgia, Tbilisi / 2 აგვ.'17 / 18:27

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის გადაწყვეტილება რვა ქართულ სკოლაში სწავლების რუსულ ენაზე გადაყვანის შესახებ „უკიდურესად შემაშფოთებელია“ და წარმოადგენს „ცალსახა დისკრიმინაციულ ნაბიჯს ეთნიკური ნიშნით“, - უთხრა 2 აგვისტოს Civil.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

„ეს იქნება არა მხოლოდ მოსახლეობის უფლებების შელახვა და მათი ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ, ფაქტობრივად, განათლების შესაძლებლობის წართმევა ბავშვებისთვის, რამდენადაც არც მოსწავლეები და არც მასწავლებლები რუსულ ენას არ ფლობენ“, - განაცხადა ციხელაშვილმა. 

სახელმწიფო მინისტრმა პარალელები გალის რაიონში შექმნილ ვითარებასთანაც გაავლო, „სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინეს რუსიფიკაცია და ყველა სკოლა გადაიყვანეს რუსულ ენაზე სწავლებაზე“ და აღნიშნა, რომ „ეს არის ყოვლად მიუღებელი მოცემულობა, რომელიც არ ჯდება არც ცივილურ, არც ჰუმანურ და არც გონივრულ საზღვრებში, მით უფრო, როცა საუბარია ბავშვების უფლებებზე, მათ მომავალზე“.

„ეს არის ცალსახა დისკრიმინაციული ნაბიჯი ეთნიკური ნიშნით და სწორედ ეთნიკურად ქართველების წინააღმდეგ მიმართული“, - დასძინა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა დღემდე ვერ ახერხებს შინ დაბრუნებას, ხოლო „ქართველების იმ ნაწილს, რომელიც რჩება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, თითქმის გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება“.

„განათლების მიღების შეზღუდვა არის მათზე [ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებზე] ზეწოლა და გამოდევნის არაპირდაპირი მცდელობა, რასაც ემატება სხვა ტიპის შეზღუდვები, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ: გადაადგილების თავისუფლებიდან დაწყებული, საკუთრების უფლებით დამთავრებული“, - ამბობს ციხელაშვილი. 

„ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული, მკაფიო დისკრიმინაციული პოლიტიკა წარმოუდგენელ მასშტაბებს იძენს წლების განმავლობაში, მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, შექმნილი ვითარება „იმსახურებს ძალიან მაღალ საერთაშორისო ყურადღებას და ჩართულობას“, იმისთვის რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა გამოსწორდეს. „ეს არის მიუღებელი მოცემულობა და არ ვაპირებთ ამასთან შერიგებას“, აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა და დასძინა, რომ ეს იქნება საუბრის მთავარი თემა „არა მხოლოდ ჟენევის და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), არამედ ყველა [სხვა] ფორმატში“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ 26 ივლისს გამოაცხადა, რომ რეგიონში არსებულ ქართული სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება 2017-2018 სასწავლო წლიდან აიკრძალება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42