Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვენეციის კომისიის ორგანიზებით მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრა შედგება
Civil Georgia, Tbilisi / 3 აგვ.'17 / 20:02

ვენეციის კომისია მზად არის ორგანიზება გაუწიოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დიალოგს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მხარეებს, მოლაპარაკებებისათვის, 6 სექტემბერს, სტრასბურგში ეპატიჟება.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა წერილიდან, რომელიც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ, 31 ივლისს, ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს, კახა კუკავას გაუგზავნა. წერილის ასლი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც, მიიღო.

„ვენეციის კომისია არ არის უფლებამოსილი, კონკრეტული გადაწყვეტილება შემოგთავაზოთ“, - ამბობს ჯანი ბუკიკიო და დასძენს, რომ „თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სურთ შეხვდნენ და შესაძლო კომპრომისზე იმსჯელონ, ვენეციის კომისია მზად არის ამ დისკუსიას ხელი შეუწყოს“. 

25 ივლისს, საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლის შესრულება ვენეციის კომისიას ცხრა არასაპარლამენტო პარტიამ სთხოვა. შესაბამის მიმართვას ხელი „თავისუფალმა საქართველომ“, „ახალმა მემარჯვენეებმა“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპელმა დემოკრატებმა“, „თავისუფლებამ“, „ეროვნულმა ფორუმმა“, „ახალმა საქართველომ“, „ტრადიციონალისტებმა“ და „ვეტერანთა პარტიამ“ მოაწერეს. 

ოპოზიციურმა პარტიებმა ჯანი ბუკიკიოს წინადადება დადებითად შეაფასეს.

„არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის წინადადება არის სერიოზული შანსი ხელისუფლებაზე ზეწოლისა, რათა შეჩერდეს მეორე მოსმენით მიღებული პროექტის განხილვა და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები კონსტიტუციური რეფორმის უკლებლივ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე", - ნათქვამია ოპოზიციური პარტიების მიერ 2 აგვისტოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარის წერილის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში. 

სტრასბურგში დიალოგის გამართვაზე მზადყოფნა მმართველმა გუნდმაც გამოთქვა. 

„თუ ოპოზიციას სურს, კონსენსუსი შედგეს ამ კონსტიტუციის გარშემო, ეს არის შესაძლებელი და ამას შეიძლება საფუძველი დაედოს სწორედ სტრასბურგში", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ქართული ოცნების წევრმა, დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ.

სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგის და ფორმატის განსაზღვრის მიზნით ცხრა ოპოზიციური პარტია კონსულტაციების გამართვას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გეგმავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36