Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
Civil Georgia, Tbilisi / 4 აგვ.'17 / 12:43

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 3 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავღანეთში,  ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი დაიღუპა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უმცროსი სერჟანტი ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად მყოფი სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე - კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გეგა ხარშილაძე - დაიჭრა. ისინი გადაყვანილნი არიან ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში. თავდაცვისა სამინისტროს ინფორმაციით, კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილის მდგომარეობა „სტაბილურად მძიმეა“.

გარდაცვლილი ჯარისკაცი, უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში, უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ბებიაშვილს მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. 

ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარება საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვეს. ამერიკის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს სატელეფონო საუბარისას მიუსამძიმრა.

უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი მეორე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც 2015 წლიდან ავღანეთში მიმდინარე ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას დაიღუპა. 2015 წლის სექტემბერში ამავე მისიაში მონაწილე რიგითი ჯარისკაცი, ვასილ ყულჯანიშვილი, პატრულირებისას მომხდარი შეტაკების დროს მოკლეს

ბოლო დღეებში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე სამხედროებზე კიდევ ორი თავდასხმა მოხდა. ოთხშაბათს, 2 აგვისტოს, ყანდაარის პროვინციაში ტერორისტულ თავდასხმას ორი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. კიდევ ერთი ამერიკელი ჯარისკაცი 3 აგვისტოს, ქაბულის პროვინციაში დაიღუპა

საქართველო ავღანეთში ნატოს მისიებში აქტიურად 2009 წლიდან მონაწილეობს. ნატოს ISAF-ის მისიაში, რომელიც 2014 წელს დასრულდა, ქართველ სამხედროთა მაქსიმალური რაოდენობა თითქმის 1600-ს აღწევდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში კი დაახლოებით 870 ჯარისკაცი მონაწილეობს

2009 წლიდან დღემდე ნატოს მისიებში მონაწილეობისას, საქართველოს მხრიდან მსხვერპლის რაოდენობამ 32 შეადგინა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49