Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია გამართა
Civil Georgia, Tbilisi / 4 აგვ.'17 / 18:52

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დღეს თავისი პოლიტიკური ძალის - „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში, უსუფაშვილმა თბილისის საარჩევნო გუნდი და დედაქალაქის მერობის კანდიდატი წარადგინა, რომლებიც მონაწილეობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ.

„შენების მოძრობა დაიწყო. გილოცავთ ყველას“, - ამ სიტყვებით დავით უსუფაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს მიმართა. მან დასაწყისშივე განაცხადა ახალი პოლიტიკური ძალის გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ მის გუნდს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სერიოზული ამბიცია“ ექნება, ხოლო 2020 წლისთვის, ახალდაფუძნებული მოძრაობა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. 

დავით უსუფაშვილმა „შენების მოძრაობის“ პოლიტიკურ კურსზე და საქმიანობის პრინციპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის პოლიტიკურ გუნდს ცენტრისტული ორიენტაცია ექნება.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღესვე „შენების მოძრაობის“ 27-კაციანი საარჩევნო სია და მერობის კანდიდატი დაასახელა, რომლებიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს თბილისში იყრიან. უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ „ფორმირების პროცესში მყოფი გუნდი“ თვითმმართველობის არჩევნებში „სერიოზულ სიტყვას იტყვის“.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თბილისის მერობის კანდიდატად ეკონომისტი და 2012-2016 წლებში ქართული ოცნების მთავრობაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი წარადგინა. წარდგენისას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ თენგიზ შერგელაშვილი თვითმმართველობის იმ რეფორმის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ბოლო გადაწყვეტილებებით „უკან შეატრიალა“.

სიტყვით გამოსვლისას, თენგიზ შერგელაშვილმა დედაქალაქში არსებულ ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „თბილისს აქვს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ რაც კარგი გვაქვს ამ ქალაქში, იმას მოვუაროთ და ამით გავხდეთ მოწინავე ქალაქი, რაც ცუდი გვაქვს - ის შევცვალოთ, და რაც არ გვაქვს - ის შევქმნათ“. 

გამოსვლაში, თენგიზ შერგელაშვილი პოლიტიკურ კონკურენტებსაც შეეხო. მან ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „შენების მოძრაობის“ შექმნით საზოგადოებას „დაფიქრებული არჩევანის“ გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა.

„შენების მოძრაობა“, თბილისის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც გეგმავს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39