Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 8 აგვისტო
Civil Georgia, Tbilisi / 8 აგვ.'17 / 20:23

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.
 
8 აგვისტო: 

  • პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებების შემდეგ, რომლებიც 7 აგვისტოს 23:35 საათზე გაიცა, რათა შეეჩერებინათ რუსეთის რეგულარული არმიის სვლა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან ცხინვალის მიმართულებით და ჩაეხშოთ საცეცხლე პოზიციები ცხინვალსა და მის გარშემო, საიდანაც ქართულ სოფლებს, სამშვიდობოებს და პოლიციელებს ცეცხლს უხსნიდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალები 8 აგვისტოს დილით საბრძოლო ოპერაციებს იწყებენ.   
  • თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა ყურაშვილი ეუბნება ჟურნალისტებს, რომ სამხრეთ ოსეთის მხარემ უარყო თბილისის გადაწყვეტილება ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების დაბომბვა განაახლა, და რომ ქართულმა მხარემ რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის“ აღდგენა გადაწყვიტა. მოგვიანებით ყურაშვილს უსაყვედურეს მისი ამ განცხადების გამო, რომელიც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარყვეს. თავად ყურაშვილმა განაცხადა, რომ მისი ეს განცხადება იმპულსური იყო.   
  • 02:37 საათზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თავის ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს ურეკავს და ეუბნება, რომ რუსეთის შეირაღაებული ძალები ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაციას იწყებენ.  
  • ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი თეიმურაზ მამსუროვი ეუბნება რუს ჟურნალისტებს, რომ „ასობით მოხალისე მიემართება სამხრეთ ოსეთისკენ“. 
  • საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის მიმდებარე რამდენიმე სოფელზე კონტროლს ამყარებენ
  • 04:10 საათზე რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიდის და ეუბნება მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ ვაშაძეს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გადაწყვეტილების მიღების პროცესს ჩამოაშორეს და ამიერიდან ყველა გადაწყვეტილებას რუსეთის გენერალური შტაბი იღებს. 
  • 05:20 საათისთვის რუსმა სამხედროებმა ქალაქი ჯავა გაიარეს და ძარის შემოვლითი გზით ცხინვალისკენ მიემართებიან. 
  • 06:35 საათზე ქართული არტილერია და სუ-25 სამხედრო თვითმფრინავი გუფთის ხიდის მიდამოებში შეტევას ახორციელებენ, თუმცა ეს რუსული კოლონის შეჩერების წარუმატებელი მცდელობა აღმოჩნდა. 
  • აფხაზური ძალები მზადებას იწყებენ, რათა კოდორის ხეობაზე შეტევა განახორციელონ; საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის პროტესტის მიუხედავად, მათ შეზღუდული შეიარაღების ზონაში მძიმე ტექნიკა შეყავთ, რაც ცეცხლის შეწყვეტის და ძალთა დაშორიშორების თაობაზე 1994 წლის მოსკოვის შეთანხმების დარღვევით განხორციელდა. 
  • დილით, ნოვოროსიისკში განთავსებული რუსეთის  მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზია აფხაზეთში განთავსების ბრძანებას იღებს. 18:30 საათზე მე-7 დივიზიის ძალები გემებზე თავსდებიან აფხაზეთში გასამგზავრებლად. 
  • ცხინვალის სამხრეთით განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ბატალიონის მეთაური, კონსტანტინ ტიმერმანი იღებს ბრძანებას, რომ ხელი შეუშალოს ქართველი სამხედროების შესვლას ცხინვალში, რასაც ის თავის ქვეშევრდომებს გადასცემს და სროლის ბრძანებას გასცემს
  • დაახლოებით 06:00 საათზე ქართულ ძალებს, რომლებიც სოფელ ზემო ნიქოზიდან ცხინვალისკენ მიემართებოდნენ, ცეცხლს უხსნიან რუსი სამშვიდობოების ბაზიდან, რომლებიც წინაასწარ იქნა გაძლიერებული რუსეთის მე-10 სპეცდანიშნულების ბრიგადის მიერ, ხოლო ქართველების წინააღმდეგ საარტილერიო ცეცხლის გახსნის კოორდინაცია რუსი სამშვიდობოების ბაზაზე მდებარე შენობის სახურავიდან განხორციელდა. ბრძოლას ორივე მხრიდან მსხვერპლი მოყვა. 
  • 09:30 საათიდან რუსული საჰაერო ძალები გორის და ქარელის რაიონების მიდამოებს ბომბავენ
  • დაახლოებით 11:00 საათზე ქართული ძალები სოფელ ზემო ნიქოზიდან ცხინვალში შედიან, მათ ადგილობრივი მებრძოლები და რუსეთის საჰაერო ძალები ცეცხლს უხსნიან
  • პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია“ დაიწყო და სამხედრო მობილიზაციას აცხადებს. 
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ცხინვალზე მუხანათურ თავდასხმაში ადანაშაულებს
  • რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არავის მისცემს უფლებას, რომ მისი სამშვიდობოები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეურაცხყონ. 
  • 14:00 საათის შემდეგ საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქართველი სამხედროები ცხინვალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 15:00-18:00 საათის პერიოდში მორატორიუმს აცხადებენ, რათა საომარი ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა გაიყვანონ. 
  • დაახლოებით 15:00 საათზე 693-ე მოტომსროლელთა პოლკის და 292-ე საარტილერიო პოლკის რუსულმა არტილერიამ ქართულ ძალებს ცხინვალის მიდამოებში ცეცხლი გაუხსნა
  • 15:00-19:05 საათის პერიოდში რუსეთის საჰარეო ძალები მარნეულს, ბოლნისს და გორს, ასევე ვაზიანის სამხედრო ბაზას ბომბავს
  • თავდაცვის სამინისტროს მსგავსად რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი დაიცავს „რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლეს და ღირსებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“. 
  • 18:00 საათიდან 19:00 საათამდე რუსული ტანკების, ჯავშანმანქანების და სატვირთო მანქანების კოლონა ძარის შემოვლითი გზით ცხინვალს უახლოვდება. რუსული ძალები ცხინვალსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ქართულ ძალებს ცეცხლს უხსნიან. 
  • რუსეთის სახმელეთო ძალების სარდლის თანაშემწე იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ „58-ე არმიის საარტილერიო და სატანკო დანაყოფებმა“ ცხინვალის მიდამოებში ქართულ ძალებს ცეცხლი გაუხსნეს. 
  • 20:30 საათისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალები ტოვებენ ცხინვალის ცენტრს. 
  • 22:40 საათისთვის რუსული ძალები გალუანთას სიმაღლეებზე განთავსდნენ, ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთით. 
  • თბილისი უკან იწვევს 2000 სამხედროს ერაყიდან საქართველოში. 
  • 23:45 საათზე რუსეთის საჰაერო ძალები ისევ ბომბავენ ვაზიანს. საერთო ჯამში, 8 აგვისტოს რუსეთის საჰაერო ძალებმა საქართველოს წინააღმდეგ 63 თავდასხმა განახორციელა
  • დაახლოებით 23:45 საათისთვის რუსული თვითმფრინავები კოდორის ხეობაზე სადაზვერვო ფრენებს ახორციელებენ, რომლის დროსაც ქართული პოზიციების ფოტოებს იღებენ ხეობაზე შეტევის განსახორციელებლად. 
  • 23:50 საათზე რუსულმა ძალებმა ქალაქი ფოთი დაბომბეს Tochka-U/SS-21 ჭურვების გამოყენებით.   

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47