Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიმოხილვა: 13 აგვისტო
Civil Georgia, Tbilisi / 13 აგვ.'17 / 22:55

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებიდან ცხრა წელი გავიდა. Civil.ge, თავისი არქივისა და სხვა წყაროების გამოყენებით, აგვისტოს ომის ყოველდღიურ მიმოხილვას გთავაზობთ.

მიმოხილვას ვიწყებთ 2008 წლის 1 აგვისტოთი, წინასაომარი ესკალაციის დასკვნითი ეტაპით, და დავასრულებთ 16 აგვისტოთი, რუსეთის ჯარების მიერ ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპაციით.

13 აგვისტო:

  • დაახლოებით 02:00 საათისთვის რუსული სამხედრო ვერტმფრენი გორის საავადმყოფოს ეზოში შეკრებილ საავადმყოფოს თანამშრომელთა ჯგუფს რაკეტას ესვრის, რის შედეგადაც ერთი ექიმი იღუპება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და იმ ფაქტისა, რომ საავადმყოფოს შენობის სახურავი  წითელი ჯვრითაა მონიშნული, თავდასხმა მაინც განხორციელდა. 
      
  • საქართველო აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფლების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა დაიწყო
      
  • 09:20 საათისთვის ქალაქ გორში დამატებითი რუსული სამხედრო ძალები შედიან ჯავშანტექნიკით. 
      
  • ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის და პოლონეთის ლიდერები თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასავლეთს რუსული აგრესიის ფონზე საქართველოს უფრო ძლიერი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
      
  • 16:10 საათზე რუსული სამხედრო ძალები გორიდან აღმოსავლეთით იწყებენ სვლას ავტომაგისტრალზე. 
      
  • 13 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით საქართველოში 23 000 დევნილი დარეგისტრირდა ცხინვალის რეგიონიდან და მიმდებარე რაიონებიდან. ისინი 210 შენობაში, მათ შორის სკოლებში და ბაღებში განთავსდნენ. 
      
  • აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც მას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ქმედებები არ შეესაბამება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოსკოვის განცხადებებს, რომ ის არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლების შეცვლას. „ჩვენ შეშფოთებული ვართ ცნობებით, რომ რუსულმა დანაყოფებმა დაიკავეს პოზიციები გორის აღმოსავლეთ ნაწილში, რაც მათ საშუალებას აძლევს გადაკეტონ დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი, გაყონ ქვეყანა და დაემუქრონ დედაქალაქ თბილისს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი. მან განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. „ჩვენ დავავალეთ თავდაცვის მდივანს რობერტ გეითს დაიწყოს საქართველოს ხალხისთვის ჰუმანიტარული მისია, აშშ-ს სამხედრო ხელმძღვანელობით. ეს მისია იქნება აქტიური და C-17 თვითმფრინავი ჰუმანიტარული ტვირთით უკვე გზაშია. და რამდენიმე დღეში ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკულ თვითმფრინავს, ისევე როგორც საზღვაო ძალებს ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთის მისაწოდებლად. ჩვენ ველით რუსეთისგან, რომ ის პატივს სცემს ვალდებულებას დაუშვას ყველა სახის ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენ ველით რუსეთისგან იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხაზი, მათ შორის საზღვაო პორტები, აეროპორტები, გზები და საჰაერო სივრცე იქნება ღია ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად და მოქალაქეების ტრანზიტისთვის“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47