Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბრიუსელის სამიტის წინ, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ვიშეგრადის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუდაპეშტში შეხვედრა გამართეს
Civil Georgia, Tbilisi / 31 აგვ.'17 / 17:00

ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტისათვის მზადება, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო საქმიანობა იყო განხილვის ძირითადი თემები ბუდაპეშტში დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ვიშეგრადის ჯგუფის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. 

არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის დიპლომატებმა ვიშეგრადის ჯგუფის (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა). 

შეხვედრას ასევე ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანი, და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სვენ მიკსერი, დაესწრნენ.
 

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში ვიშეგრადის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს „ძლიერი მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის - როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულების და აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროგრესის საკვანძო ფაქტორის - მიმართ“. 

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას უნდა ჰქონდეს „მკაფიო პოლიტიკური ნარატივი, ასევე - ახალი სტრატეგიული ხედვა და არქიტექტურა, რომელიც ამ ინიციატივისადმი ევროპული ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების და პარტნიორი სახელმწიფოების ერთობლივ მხარდაჭერას უზრუნველყოფს“. 

მინისტრები ასევე „შეთანხმდნენ, რომ ბრიუსელის დეკლარაციამ უნდა ასახოს პარტნიორი ქვეყნების განსხვავებული მისწრაფებები და დაინტერესებულ სახელმწიფოებს ევროპული პერსპექტივა შესთავაზოს, ხოლო გრძელვადიანად - აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ამბიციური დღის წესრიგი შეიმუშავოს“.  

მინისტრებმა კვლავ დაადასტურეს „ჩრდილოეთ-სამხრეთისა და სამხრეთის გაზის კორიდორების დროული განხორციელების მნიშვნელობა“ და ხაზი გაუსვეს, რომ „ნებისმიერი ახალი ინიციატივა, რომელიც ვიშეგრადის რეგიონის სამხრეთის გაზის კორიდორთან ინტეგრაციას, ასევე - ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის კასპიის გაზის რესურსებისადმი წვდომას უზრუნველყოფს, მთლიანად ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებას და საბაზრო ლიკვიდურობას გააძლიერებს“. 

მინისტრებისადმი მიმართვისას, ევროკომისარმა ჰანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „ჩვენს ურთიერთქმედებაში საკვანძო მნიშვნელობას ინარჩუნებს დიფერენციაცია და საკუთრების განცდა; ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები მორგებულია პარტნიორი ქვეყნების ინდივიდუალურ ამბიციებსა და საჭიროებებზე“. 

ჰანმა ასევე ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოვლისმომცველი ჩარჩოს შენარჩუნებაზე“, რომელსაც „სტრატეგიულ მნიშვნელობა აქვს“ და „ხელს უწყობს თანამშრომლობას, ასევე - რესურსების და ყურადღების მობილიზებას ამ რეგიონში საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად“. „ნოემბრის სამიტზე ჩვენი ყურადღება უნდა მივმართოთ არა წინააღმდეგობრივ საკითხებზე, არამედ იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც ერთობლივად შეგვიძლია“.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, მოლაპარაკებებს თავის უნგრელ კოლეგასთან, პეტერ სიიარტოსთან, გამართავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41