Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს წყვეტს
Civil Georgia, Tbilisi / 1 სექ.'17 / 14:10

მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, დღეს გამოაცხადა, რომ აღარ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ოპოზიცურ პარტიებთან კონსულტაციებში მონაწილეობას და, პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, ქვეყნის ძირითად კანონს მესამე მოსმენით, რედაქციული ცვლილებებით დაამტკიცებს. 

ეს განცხადება გავრცელდა იმ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, რომლის გამართვასაც, საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე კონსენსუსის მისაღწევად, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას სტრასბურგში სთავაზობდა

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციური პარტიები „კონტრპროდუქტიულ ქმედებებში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „ყოველგვარი აზრი დაკარგა კონსულტაციების მორიგი რაუნდის გამართვამ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ“, ვინაიდან ოპოზიციამ დიალოგის პროცესი „საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში“.

„საშემოდგომო სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობა დაამტკიცებს საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებულ ტექსტს რედაქციული შესწორებებით“, - აცხადებს ქართული ოცნება. 

„საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების საფუძველზე, საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ექნება იმგვარი კონსტიტუცია, რომელიც გამორიცხავს ქვეყანაში ყოველგვარი ავტოკრატიის ჩამოყალიბებას და უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას“, - ვკითხულობთ საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებაში.

მმართველი პარტიის განცხადებას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა მესამე მოსმენისთვის დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებს „უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა და განაცხადა, რომ „დღეს ქართულმა ოცნებამ დაადასტურა ის, რაც ყველამ კარგად იცოდა, რომ მათ მიზანი იყო ამ ერთპარტიული, ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი კონსტიტუციის მიღება“. 

ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით კი, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, ქართული ოცნება ქვეყანას კიდევ უფრო დიდ „ჩიხში შეიყვანს“. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.

ქართულმა ოცნებამ, „საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის“ განსახილველად, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა 18 აგვისტოს გამართა და სთხოვა მათ, წერილობით წარმოედგინათ ის საკითხები, რომელთა კონსტიტუციაში ასახვის შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები მხარს დაუჭრდნენ ახალ კონსტიტუციას.

ქართული ოცნების წინადადების პასუხად, ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებებში მონაწილეობის პირობები წამოაყენეს და ხელისუფლებისგან მოითხოვეს, დაბრუნებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ვარიანტის განხილვას, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებდა.

ოპოზიციის „ულტიმატუმების“ გამო, ქართულმა ოცნებამ კონსულტაციების გაგრძელების შესაძლებლობა ჯერ კიდევ  26 აგვისტოს უარყო.  

დიალოგზე მმართველი პარტიის უარის მიუხედავად, არასაპარლმენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილი ხელისუფლებასთან კონსულტაციების შესაძლებლობების ძიებას განაგრძობდა. არასაპარლამენტო ოპოზიციაში საჭიროდ მიიჩნევდნენ 6 სექტემბერს სტრასბურგში გამგზავრებას, სადაც ვენეციის კომისიის შუამავლობით საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განეხილათ. 

დღევანდელი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ უარი ვენეციის კომისიის ხელშეწყობით დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზეც თქვა. 

საპარლამენტო უმრავლესობამ, „საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის“ ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43