Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულმა ოცნებამ ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატების წარდგენა დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 2 სექ.'17 / 13:49

დედაქალაქის მერად ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის კახა კალაძის წარდგენის შემდეგ მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ ადგილობრივ არჩევნებში სხვა კანდიდატების დასახელებაც დაიწყო. 1 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ოცნების ის კანდიდატები წარადგინა, რომლებიც თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის განკუთვნილი 25 მანდატისათვის იბრძოლებენ. კანდიდატების წარდგენა თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა.

მმართველი პარტიის მხარდამჭერებს სიტყვით ჯერ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა მიმართა. კახა კალაძემ მერიისა და საკრებულოს „მჭიდრო და ქმედითი თანამშრომლობის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატები „პროფესიონალიზმის, სამოქალაქო პოზიციისა და საერთო საქმეში მონაწილეობის მზაობის, ასევე - თბილისისადმი ერთგულებისა და სიყვარულის“ კრიტერიუმებით შეირჩნენ.

„ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები“, - მიმართა მხარდამჭერებს გიორგი კვირიკაშვილმა, - „21 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში... დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას ქართული ოცნების, ანუ მათი კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების კანდიდატებს „ზურგს უმაგრებს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება“. პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მაჟორიტარ კანდიდატებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რათა „მაღალი ლეგიტიმაცია“ მოიპოვონ.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების კომენტირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატებისთვის ბარიერს არ აწესებს, თუმცა ქართული ოცნებისთვის „პრინციპულად მნიშვნელოვანია“, რომ მმართველი პარტიის კანდიდატებმა არჩევნებში გამარჯვებას 50%-იანი ბარიერის გადალახვით მიაღწიონ.

ქართული ოცნების 25 მაჟორიტარი კანდიდატიდან ოთხ-ოთხი კანდიდატი წარდგენილია სამგორის, ნაძალადევის და გლდანის რაიონებში. სამ-სამი კანდიდატი საბურთალოსა და ისანში წარადგინეს. ვაკესა და დიდუბეში ორ-ორი კანდიდატი დასახელდა, ხოლო ჩუღურეთის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების მაჟორიტარობისთვის - ქართული ოცნების თითო კანდიდატი იბრძოლებს. წარდგენამდე, ისინი ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, თბილისის საკრებულოს 50-წევრიანი შემადგენლობა შერეული სისტემით აირჩევა. წევრთა ნახევარს - პროპორციული, ნახევარს კი - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ირჩევენ. ქართული ოცნების 25 მაჟორიტარი კანდიდატიდან 11 - თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრია.

ქართული ოცნება 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში 1 ივლისს, თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურის წარდგენით ჩაერთო. 26 აგვისტოს, თბილისის ცენტრში, გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილ შენობაში კალაძის საარჩევნო შტაბი გაიხსნა. შტაბის გახსნაზე კალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში „თბილისის განვითარების სამომავლო ხედვასა და პროგრამებს თემატურად წარადგენს“. კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე დაინიშნა.

ქართული ოცნება ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატთა წარდგენას მომდევნო დღეებშიც განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი 2 სექტემბერს, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატებს დაასახელებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18