Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2017 დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 4 სექ.'17 / 14:31


სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონია ორფოლოს პოლიგონზე, 3 სექტემბერი, 2017. ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

აშშ-ისა და საქართველოს ორგანიზებით, 3 სექტემბერს, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017“-ის გახსნის ცერემონია გაიმართა.

სწავლებაში დაახლოებით 1500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, მათ შორის 500 სამხედრო აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპის და აფრიკის ძალებიდან. წვრთნებში ასევე მონაწილეობენ აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ლატვიის, რუმინეთის და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები. თავდაპირველად სომხეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებსაც უნდა მიეღოთ წვრთნებში მონაწილეობა, თუმცა, სავარაუდოდ, მონაწილეობაზე აზერბაიჯანის დასტურის შემდეგ, ისინი აღარ გამოცხადდნენ.

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინფორმაციით, სწავლების მთავარი მიზანია აშშ-ის, საქართველოს და რეგიონული პარტნიორების თავსებადობის გაუმჯობესება და თითოეული ქვეყნის ტაქტიკის, ტექნიკის და პროცედურების თაობაზე ცოდნის გაღრმავება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Agile Spirit 2017“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და მისი სცენარი სტაბილურობის და შეტევა/თავდაცვით ოპერაციებს ემყარება.

 
სამხედრო სწავლების ფარგლებში ფოთის პორტში ბორნის საშუალებით ამერიკული სამხედრო ტექნიკა შემოვიდა, მათ შორის M1 ტიპის საბრძოლო ტანკები „აბრამსი“. მოგვიანებით ამერიკული სამხედრო ტექნიკა რკინიგზის საშუალებით პოლიგონის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

3 სექტემბერს სწავლების გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს გლობალური სტაბილურობის და უსაფრთხოების დაცვის საქმეში.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით უდგება საკუთარ როლს გლობალური მშვიდობის გაღრმავების პროცესში“, - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე ქვეყანა ჩართულია „იმ ღირებულებების განმტკიცებაში, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია“.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სამხედრო სწავლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია.

„სწავლებით ჩვენ საქართველოსა და შეერთებული შტატების, ნატოს წევრი ქვეყნების თუ რეგიონული პარტნიორების ურთიერთთავსებადობას კიდევ უფრო ვაძლიერებთ. ჩვენი მიზანია ღირსეული წვლილი შევიტანოთ საერთო ღირებულებების, თავისუფალი საზოგადოებისა და მშვიდობის დაცვის საქმეში“, - განაცხადა იზორიამ.

„ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებთან მრავალეროვნული სწავლებებით საქართველო ხდება უფრო სტაბილური და მშვიდობიანი, ხოლო ჩვენი შეიარაღებული ძალები იძენს მეტ პროფესიონალიზმს, ხდება უფრო მტკიცე და თვითდაჯერებული“, - დასძინა მან.

„Agile Spirit“ საქართველოში 2011 წლიდან, ყოვეწლიურად ტარდება. თავდაპირველად, წვრთნებში მხოლოდ ორი ქვეყანა - საქართველო და აშშ - მონაწილეობდა. 2015 წლიდან კი სამხედრო სწავლებაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ.

„Agile Spirit“ ტარდება სამი კვირის წინ დასრულებული მასშტაბული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მონაწილეობით გაიმართა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21