Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გადახედვის ინიციატივით გამოდის
Civil Georgia, Tbilisi / 11 სექ.'17 / 18:50


შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 11 სექტემბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის და ოპოზიციურ პარტიებს კონსტიტუციის პროექტის ახალი ვერსიის შემუშავებას სთავაზობს, იმ ძირითადი საკითხების შესწორებით, რომელზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ ძალებს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.

ამ ინიციატივით გიორგი მარგველაშვილი 11 სექტემბერს,  პრეზიდენტის სასახლეში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გამოვიდა. 

„სრულიად შესაძლებელი იყო კონსტიტუცია დაწერილიყო სრულიად სხვა პროცესის შედეგად, სრულიად სხვა ლოგიკით, სრულიად სხვა აქცენტებით“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები „პოლიტიკური ფაქტია“, რომელიც პატივისცემას იმსახურებს.

„ეს დოკუმენტი ავიღოთ, მოვნიშნოთ ის პუნქტები, რომლებიც ძირითადი წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, ის რომელზეც შეთანხმდებით თქვენ, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა, და ეს შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას როგორც გამოსავალი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ინიციატივა დადებითად შეაფასეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა და გამოთქვეს მზადყოფნა, ჩაერთონ დოკუმენტის შემუშავებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ იყო კონსესუსის შედეგად მიღებული დოკუმენტი, რომელიც ალტერნატივის სახით იქნება შეთავაზებული უკვე პრეზიდენტის მიერ“, - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ.

„ჩვენ ცხადია ვუერთდებით ამ ინიციატივას. ჩვენ შეუერთდით ყველა ინიციატივას, რომელიც მიზანს ისახავდა, რომ შემდგარიყო ზოგადად კონსენსუსი კონსტიტუციის გარშემო. კიდევ ერთხელ გამოავლინა ოპოზიციამ მცდელობა, რომ პროცესი რაღაცნაირად განიმუხტოს და ნორმალური მიმართულებით წავიდეს, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რეალობა არის ის, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული კონსენსუსში“, - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

„ჩვენ გვექნება საერთო დოკუმენტი იმ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც აქამდეც ვაფიქსირებდით... ჩვენ მივცემთ ქართულ ოცნებას კიდევ ერთ შანსს, რომ შეინარჩუნოს სახე და არ მოირგოს კონსტიტუცია საკუთარ თავზე“, - აღნიშნა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

მმართველი გუნდის, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ეს ინიციატივა უსაფუძვლო მცდელობად შეაფასეს და განაცხადეს, რომ კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიღებულია.

“მე არ ვიცი რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მისი ეს ინიციატივა. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ კონსტიტუციის კანონის პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას აუცილებლად უზრუნველყოფს, დღეს არის ორი მოსმენით მიღებული და, მას შემდეგ, რაც ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნა გვექნება, მესამე მოსმენითაც მივიღებთ“, - განაცხადა, დეპუტატმა ქართული ოცნებიდან, გიორგი კახიანმა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყება პოლიტიკური პარტიების სამუშაო შეხვედრები პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების დიალოგის მორიგი მცდელობა აგვისტოს ბოლოს უშედეგოდ დასრულდა. გაუქმდა ვენეციის კომისიის შუამავლობით 6 სექტემბერს სტრასბურგში დაგეგმილი მოლაპარაკებებიც. ოპოზიციამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში „კონსენსუსის მიუღწევლობის პასუხისმგებლობა“ ქართული ოცნების ხელისუფლებას დააკისრა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, რომელიც პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო, ოპოზიციური სპექტრის ძირითად უკმაყოფილებას საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ნორმები იწვევს.

ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადის 2024 წლამდე გახანგრძლივებას და  პარტიებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლების ჩამორთმევას აპროტესტებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33