Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ოთხი ფრაქცია კონსტიტუციას მხარდაჭერას უცხადებს
Civil Georgia, Tbilisi / 26 სექ.'17 / 14:10

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ოთხი ფრაქციამ, მათ შორის სოციალ-დემოკრატებმა, კონსერვატიულმა პარტიამ, მწვანეთა პარტიამ და მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ, 25 სექტემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ახალ კონსტიტუციას მხარს უჭერენ და ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს „კონსტიტუციური პროცესის დაზიანების“ გამო აკრიტიკებენ.

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში, გარდა „ქართული ოცნებისა“, ფრაქციების სახით წარმოდგენილია ოთხი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც ცნობადობაც, ისტორიაც, რეიტინგიც, რეპუტაციაც და პარტიის წევრთა რაოდენობაც კი გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური პროცესის დასაზიანებლად შემოკრებილი პარტიების უდიდეს უმრავლესობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„შესაბამისად, უპასუხისმგებლო და ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით“, - აცხადებენ პარტიები პრეზიდენტ მარგველაშვილის და ოპოზიციური პარტიების საპასუხოდ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს მხოლოდ მმართველი პარტია უძღვება.

„საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით წარმოდგენილი პარტიები, აბსოლუტურად თანაბრად ვიზიარებთ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და მოხარულები ვართ, რომ თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევქმენით ისეთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვებისას მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, დადებითად აფასებს ვენეციის კომისია და უდავოა, რომ ამ კონსტიტუციური რეფორმით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიულ განვითარება იქნება უზრუნველყოფილი“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ქართული ოცნების 116-წევრიანი საპარლამენტო უმრავლესობა ექვსი ფრაქციისგან შედგება, მათ შორისაა ოთხი ზემოთხსენებული პარტიის ექვსწევრიანი ფრაქციები.  

სოციალ-დემოკრატები (სამი დეპუტატი), კონსერვატიული პარტია (ოთხი დეპუტატი) და მწვანეები (ერთი დეპუტატი) პარლამენტში ქართული ოცნების სახელით 2016 წელს შევიდნენ. მრეწველობა გადაარჩენს საქართველომ კი, საპარლამენტო მანდატი მისი კანდიდატის სიმონ ნოზაძის ხაშურის ერთმანდატიან ოლქში გამარჯვების შედეგად მოიპოვა (ნოზაძე უმრავლესობას არჩევნებიდან მალევე შეუერთდა).  

ოთხმა პარტიამ საკუთარი ფრაქციები მას შემდეგ ჩამოაყალიბა, რაც მათი რიგები პარლამენტის უმსხვილესი ფრაქციის, ქართული ოცნების, დეპუტატებით შეივსო. მეექვსე ფრაქცია - ქართული ოცნება რეგიონული განვითარებისთვის - მმართველი პარტიის 6 მაჟორიტარი დეპუტატისგან შედგება.

საპარლამენტო ფრაქცია არის სულ ცოტა 6 დეპუტატისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც თავის წევრებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს, მათ შორის ადგილს და ხმის უფლებას საპარლამენტო ბიუროზე, გარანტირებულ ადგილებს საპარლამენტო კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა სპეციალურ კომისიებში და საპარლამენტო დელეგაციებში, ასევე მეტი დროის გამოყოფას საპარლამენტო დებატების და განხილვების დროს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31