Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გენერალურმა აუდიტორმა მოადგილეები თანამდებობებიდან გაათავისუფლა
Civil Georgia, Tbilisi / 3 ოქტ.'17 / 12:50

„ის ფაქტი, რომ გათავისუფლდნენ პოლიტიკურად ნეიტრალური მოადგილეები და თანამდებობა შეინარჩუნა მმართველ პარტიასთან აფილირებულმა პირმა, წარმოქმნის ეჭვებს გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ“, - ნათქვამია ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 2 ოქტომბერს მას შემდეგ გავრცელდა, რაც ახალდანიშნულმა გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა, ნინო ლომჯარია და დევი ვეფხვაძე თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ხოლო კიდევ ერთი მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი, რომელსაც ქართული ოცნების მთავრობაში რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა ეკავა, პოსტზე დატოვა.

„ამ ეჭვებს ამძაფრებს მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აუდიტის სამსახური მიუკერძოებელი იყოს საარჩევნო სუბიექტების ფინანსური ანგარიშების მონიტორინგისას. საგულისხმოა, რომ ლომჯარია აუდიტის სამსახურში სწორედ ამ მიმართულებას ზედამხედევლობდა. პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ გახდა აუცილებელი მისი გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების შემოწირულობისა და წინასაარჩევნო ხარჯვის საფუძვლიანი მონიტორინგი“, - ნათქვამია განცხადებაში.

„მოვუწოდებთ გენერალურ აუდიტორს, იყოს მიუკერძოებელი თავის საქმიანობაში და არ მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ეჭვს წარმოქმნის მისი პოლიტიკური მოტივაციის და მიკერძოების შესახებ, რაც საბოლოოდ ზიანს აყენებს აუდიტის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. 

2 ოქტომბერს ირაკლი მექვაბიშვილმა ორი ყოფილი ბანკირი, დავით გოგიჩაიშვილი და ეკატერინე ღაზაძე, თავის ახალ მოადგილეებად წარადგინა. „კადრები შეირჩა მხოლოდ და მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციების და მაღალი პროფესიონალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე. მათი და მთლიანად კოლექტივის ერთობლივი მუშაობით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუშაობა გაძლიერდება“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

ნინო ლომჯარია, რომელიც მანამდე სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში აუდიტს ახორციელებს და ასევე მონიტორინგს უწევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26