Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტი მმართველ გუნდს კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით 4 ოქტომბერს შეხვედრას სთავაზობს
Civil Georgia, Tbilisi / 3 ოქტ.'17 / 17:56

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებას, 4 ოქტომბერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საკითხის განხილვის მიზნით პრეზიდენტის სასახლეში იწვევს.

ამის შესახებ განცხადება 3 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა.

„პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, ქართულ ოცნებასთან...მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო ქართული ოცნების და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე. პრეზიდენტი მზადაა მათ ხვალ, ოთხშაბათს, 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეხვდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების გავრცელებამდე ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მზადყოფნა პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ძალაში რჩება.

„ჩვენი მხრიდან შეთავაზება რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ თუ იქნებოდა ასეთი სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ მას შევხვდებოდით აუცილებლად უმრავლესობის ფორმატში. ასევე, მე პირადად, გამოვხატე მზადყოფნა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, შევხვდებოდი აუცილებლად საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 3 ოქტომბერს ჟურნალისტებთან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, 4 ოქტომბერს შეხვედრა შედგება, თუმცა, რა შემადგენლობით მივა მმართველი გუნდი პრეზიდენტის სასახლეში დაზუსტებული არ არის. დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ეს საკითხი შიდა კონსულტაციით გადაწყდება.

პარლამენტმა 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო საქართველოს კონსტიტუციის პროექტი, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მომდევნო დღეს, 27 სექტემბერს განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ვეტოს უფლება კონსტიტუციური კანონპროექტის იმ ნაწილებზე გამოეყენებინა, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება. 

სადავო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით, პრეზიდენტმა 28 სექტემბერს კონსულტაციებზე მმართველი გუნდი და ის ოპოზიციური პარტიები მიიწვია, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული პროექტის შემუშავებაში იყვნენ ჩართული. ქართულმა ოცნებამ დიალოგის ამ ფორმატზე უარი თქვა და პრეზიდენტთან ცალკე შეხვედრა მოითხოვა.

მოქმედი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის პროექტს ათი დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი, ან მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნოს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33