Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო
Civil Georgia, Tbilisi / 10 ოქტ.'17 / 14:17

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 26 სექტემბერს მესამე მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნა. 

გადაწყვეტილების შესახებ მარგველაშვილმა 9 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და  მოტივირებულ შენიშვნებს „შეთანხმებისა და კონსენსუსის სულისკვეთებით“ დაწერილი დოკუმენტი უწოდა. 

შენიშვნების თანახმად, პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას შემდეგი საკითხების განხილვას სთავაზობს: 

მარგველაშვილის წინადადებით, უნდა გაუქმდეს ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებს; გარდა ამისა, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, 2020 წელს, პარტიებს ერთჯერადად უნდა მიეცეთ საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება.

პრეზიდენტი პარლამენტს ასევე სთავაზობს, რომ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებიდან ამოღებულ იქნას „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“. 

მარგველაშვილი ასევე საჭიროდ მიიჩნევს ცვლილების შეტანას საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელ ნორმებში. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საარჩევნო კანონმდებლობის კონსტიტუციურობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს ხმათა უმრავლესობით, და არა „სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით“, როგორც ეს მესამე მოსმენით მიღებულ ვარიანტშია განსაზღვრული.

პრეზიდენტის განცხადებით, ბონუსის სისტემის გაუქმება, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვება, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან დაკავშირებული წინადადებები -  ქართული ოცნების ინიციატივებსა და ვენეციის კომისიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შეესაბამება.
 
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოტივირებულ შენიშვნებში გაითვალისწინა ის საკითხებიც, რაზეც, მისი განცხადებით,  მმართველ გუნდთან შეთანხმება ვერ შედგა.
 
პრეზიდენტის წინადადებით, პარლამენტის სრულად პროპორციული სისტემით არჩევა, ნაცვლად დაგეგმილი 2024 წლისა, 2020 წლიდან უნდა მოხდეს, როგორც ამას ქართული ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საწყის ეტაპზე გეგმავდა, თუმცა შიდაპარტიული კონსენსუსის არარსებობის გამო ინიციატივა ვერ განხორციელდა. 

მარგველაშვილის თქმით, „საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე“, ოპოზიცია მზად არის, მხარი დაუჭიროს ამ საკითხს და შედეგად, ის რასაც „ქართული ოცნება ჰპირდებოდა საზოგადოებას“, „უმტკივნეულოდ“ იქნება გათვალისწინებული კონსტიტუციაში.

მარგველაშვილმა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული წინადადებაც განმარტა. 

„ამ საკითხშიც მე გადავწყვიტე, არ ვიყო ხისტი და ეს საკითხი, ასე ვთქვათ, გადავდოთ მომავლისთვის“, - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა შენარჩუნდეს, ხოლო სახელმწიფოს მეთაურის არაპირდაპირი არჩევის საკითხის განხილვა განახლდეს მას შემდეგ, რაც საქართველოში ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნება, რაც კონსტიტუციის მიხედვით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაა შესაძლებელი.

მარგველაშვილის თქმით, თუ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაიზიარებს, ქვეყანას ექნება „თანხმობის დოკუმენტი“. „[ჩვენ] მივიღებთ კონსტიტუციას, რომელსაც ექნება საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა და ვაჩვენებთ ევროპულ პოლიტიკურ კულტურას, რომლისკენაც მოგვიწოდებს ვენეციის კომისია და მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტი გადაწყვეტილების კომენტირებისას, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 9 ოქტომბერს განაცხადა: „ამით მან [მარგველაშვილმა] უკანასკნელ შანსზე თქვა უარი,  პოზიტიური წვლილი  შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარა ქართულმა საზოგადოებამ, აღიარა ვენეციის კომისიამ. შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ“. 

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს დადებას წინ უძღოდა პრეზიდენტის მიერ ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციები, ასევე ვენეციის კომისიის მიერ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30