Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ლიდერებმა რუსეთის ოკუპაცია, სტრატეგიული პრიორიტეტები განიხილეს
Civil Georgia, Tbilisi / 13 ოქტ.'17 / 12:16


თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი, 12 ოქტომბერი, 2017. ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 12 ოქტომბერს ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ.

ქვეყნის ლიდერებმა რიგ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის იმ საფრთხეზე, რომელსაც საქართველოს რუსული ოკუპაცია უქმნის, ასევე - თბილისის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, რომ განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. გარდა ამისა, მათ ყურადღება გაამახვილეს ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და უსაფრთხოების სფეროში უცხოელ პარტნიორებთან მჭრიდრო ურთიერთობების შენარჩუნების საჭიროებაზეც.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „პრივილეგირებული ინტერესების სფეროებად მსოფლიოს დაყოფა წარმოადგენს საშიშროებას არა მხოლოდ რუსეთის მეზობლებისთვის, არამედ უფრო გლობალურად“. მან ერთიანი სტრატეგიის შექმნისკენ მოუწოდა, რომელიც „ნათელ პასუხებს გასცემს რუსეთის პოლიტიკას საკუთარი მეზობლების მიმართ“.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები 2008 წელს არ დაწყებულა, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე ხორციელდება.  „ეს ტენდენცია გრძელდება დღესაც, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ზრდის როგორც  შეიარაღებას, ასევე არღვევეს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, ზღუდავს მათ გადაადგილების თავისუფლებას, უზღუდავს მათ ჰუმანურ შესაძლებლობებს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსული ოკუპაციის და აგრესიული პოლიტიკის კონკრეტულ ელემენტებზე ისაუბრა, მათ შორს  დაასახელა „ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში“, ასევე განგრძობითი მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაცია დანარჩენი საქართველოსგან, და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია.

თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად ამ „პროვოკაციული ქმედებებისა“, საქართველოს სრულად ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის პროცესს, რომელიც, გასული წლის დეკემბერში საქართველოს მოთხოვნის შედეგად, ცოტა ხნის წინ დაიწყო. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დიალოგი შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეები,  რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა, ენერგოუსაფრთხოება თუ სხვა.

კვირიკაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი საქართველოს როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს, რომელიც აზიასა და ევროპას შორის სტრატეგიულ მარშრუტზე მდებარეობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ „საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრება“.

კობახიძემ პირობა დადო, რომ საქართველოს პარლამენტი კვლავაც დაუჭერს მხარს თავდაცვის სფეროს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას.

„ყველასათვის ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომა, რომლის თანახმად თავდაცვაზე სახელმწიფო მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 2%-ს უნდა ხარჯავდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე უზრუნველყოფს თავდაცვის სფეროში ამ სტანდარტის დაცვას“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია ყოველწლიური საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს ეხება. ის 2005 წლიდან ტარდება მაღალი რანგის ოფიციალური პირების და ექსპერტების მონაწილეობით.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
94