Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილი მოუწოდებს დასავლეთს, შეეწინააღმდეგოს რუსეთს
Civil Georgia, Tbilisi / 10 ნოე.'17 / 14:25


გიორგი მარგველაშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, 9 ნოემბერი, 2017. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

9 ნოემბერს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს, რომ შეეწინააღმდეგონ რუსეთის ფედერაციას და გააფრთხილა, რომ მოსკოვის აგრესიასთან წარუმატებელი დაპირისპირება „სერიოზულ პრობლემებს“ გამოიწვევს მისი სამეზობლოს მიღმაც.

თავისი გამოსვლის დასაწყისში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარალელები გაავლო უკრაინაში 2014 წლიდან რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომსა და მის მიერ საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში განხორციელებულ ქმედებებს შორის და განაცხადა, რომ „რუსეთის პირდაპირმა ჩართულობამ განაპირობა საქართველოს ორი რეგიონის დაკარგვა და ოკუპაცია“.

„ძალიან ხშირად მესმის, რომ ეს 2008 წელს მოხდა - არა, ამ ორი რეგიონის ოკუპაცია რუსეთის მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში განხორციელდა“, - აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ რუსული აგრესიის მიზეზი ის იყო, რომ „საქართველომ გადაწყვიტა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჰქონოდა საკუთარი არჩევანი და ამის გამო ის ჰიბრიდული ომით დაისაჯა“.

მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმში რუსული არმიის მიერ 2014 წელს განხორციელებულ თავდასხმამდე, უკვე არსებობდა პრეცედენტი, როდესაც 2008 წელს „ბირთვული ზესახელმწიფო მეზობელ ქვეყანაში შევიდა და მისი საზღვრები შეცვალა“.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მართალია არავის დაუკრავს ტაში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული აგრესიის გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირება არ იყო საკმარისი უკრაინაში რუსეთის შემდგომი აგრესიული ქმედებების თავიდან ასაცილებლად.    

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ კვლავაც გაგრძელდება არასაკმარისი რეაგირება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, „ეს სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს არა მხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასა და რუსეთის სხვა მეზობლებისთვის, არამედ ეს არასდროს შეჩერდება“. მისი თქმით, „ეს სავსებით ნათელია დღეს, როდესაც საუბრობენ რუსეთის ინტერესებზე ევროპაში და რუსეთის ჩართულობაზე სხვა ქვეყნებში, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ისინი საკმაოდ შორს არიან რუსეთისგან“. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ „გლობალიზებული სამყარო, და ჰიბრიდული, ასევე კიბერ და  პროპაგანდისტული ომები საზღვრების გარეშეც მოქმედებენ“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოუწოდა საქართველოს მოკავშირეებს და მეგობრებს, რომ „ვაღიაროთ, გავუგოთ და ვიყოთ გულწრფელები რუსეთის წინაშე და ასევე ვიყოთ საკუთარი მიზნების და პრინციპების ერთგულნი, რომლებიც დეკლარირებულია“. მან იქვე დასძინა, რომ „ძალადობაზე რაციონალური პასუხის გაცემა და ძალადობის მიუღებლობა უფრო მტკიცე უნდა გახდეს და ეს ყველა ჩართული მხარისთვის კარგი იქნება“.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40