Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის ანგარიში: საქართველოსთან ურთიერთობები 2017 წელს გაძლიერდა
Civil Georgia, Tbilisi / 10 ნოე.'17 / 18:12

„ევროკავშირმა და საქართველომ 2017 წელს კიდევ უფრო გააძლიერეს ურთიერთობები“, რომლის დროსაც საქართველო „აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას“, განაცხადეს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა და ევროკომისიამ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მეორე ერთობლივ ანგარიშში.

დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს 8 დეკემბრის სხდომამდე გამოქვეყნდა, აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების კუთხით არსებულ ვითარებას და ყურადღებას ამახვილებს ძირითად მოვლენებსა და რეფორმებზე, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებულ სტრატეგიულ პრიორიტეტებს შეესაბამება.

ანგარიშის თანახმად, „რეფორმების კუთხით განხორციელებული ძალისხმევისა და იმ ამბიციის გათვალისწინებით, რომ კიდევ უფრო განავითაროს ურთიერთობები ევროკავშირთან, საქართველომ გაიმყარა რეგიონში მთავარი და სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია“.

„მთლიანობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით) გათვალისწინებული ვალდებულებები წინასწარ შეთანხმებული ვადების დაცვითაა შესრულებული“, - ნათქვამია ანგარიშში.

„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  დახმარებით, ევროკავშირი აქტიურ მხარდაჭერას უწევს საქართველოს ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტის თანახმად, „საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან თანამშრომლობას ტერორიზმისა და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებში და მნიშვნელოვანი პარტნიორია უსაფრთხოების სფეროში“.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა ანგარიშის შესახებ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომ 2017 წელს „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდა და ადამიანის უფლებებისა და ანტიდისტრიმინაციულ სფეროში მრავლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო მიღებულია“. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ „ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია ვალდებულებების მთელი სპექტრი, რომელიც კანონმდებლობის მიღებასა და, პარალელურად, არსებული წესებისა და სტანდარტების შესრულებას მოითხოვს“.

ანგარიშის შესახებ საუბრისას ევროკავშირის საბჭოს უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა და საქართველომ „დიდი ძალისხმევა ჩადეს მტკიცე პარტნიორობის უზრუნველსაყოფად, რომელიც დღითიდღე ღრმავდება და ჩვენი მოქალაქეებისთვის სულ უფრო მეტი სარგებელ მოაქვს“.

„დღევანდელი ანგარიში ნათლად ასახავს იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებისას მიაღწია. ევროკავშირი გააგრძელებს იმ სამუშაოს მხარდაჭერას, რომლის გაგრძელებაც აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით. ევროკავშირი ასევე გააგრძელებს  ჩვენი საერთო ,,ასოცირების დღის წესრიგის“ საფუძვლიან და სისტმატურ განხორციელებას“, - განაცხადა მოგერინიმ.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა ანგარიშის შესახებ საუბრისას, რომ „ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში ჩვენ მუდმივად ვხედავთ დადებით შედეგებს“.

„ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების განახლებული დღის წესრიგი ქმნის პრიორიტეტების პრაქტიკულ ჩარჩოს, რომლითაც 2020 წლამდე ერთობლივად შევძლებვთ მუშაობის გაგრძელებას. ევროკავშირის სტანდარტებსა და წესებთან დაახლოება საშუალებას აძლევს საქართველოს, უფრო აქტიური მოთამაშე გახდეს საერთაშორისო ბაზარზე. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია; 2017 წელს, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაიზრდება. საქართველოს მიერ 2017 წლის ივლისში ენერგოთანამეგობრობის შესახებ შეთანხმებაში სრულად  გაწევრიანება კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველო–ევროკავშირის დაახლოების პორცესში“, - აღნიშნა ჰანმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
93