Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრემიერ-მინისტრმა ახალი მინისტრები დანიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 14 ნოე.'17 / 15:24

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული მასშტაბური სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, რომელიც სამინისტროების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს, 13 ნოემბერს პირველი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. 

ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც მანამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია გახდა, რომელიც მანამდე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 

ფინანსთა მინისტრად დაინიშნა მამუკა ბახტაძე, რომელიც მანამდე „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორი იყო, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი, რომელიც ბოლო დრომდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობას იკავებდა. 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა. შემდგომში კი, იგი გაუძღვება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, რომელიც, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, კრიზისების მართვის საბჭოსა და შსს-ში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა შერწყმი შედეგად შეიქმნება.

მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული რეორგანიზაციისა და საკადრო ცვლილებების გეგმა პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 13 ნოემბერს წარადგინა. გეგმის მიხედვით, მინისტრთა კაბინეტში, დღეს არსებული 16 სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრების ორი აპარატის ნაცვლად, 13 სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი დარჩება. 

საკადრო ცვლილებების ნაწილს, რომელიც 13 ნოემბერს განხორციელდა, პარლამენტის თანხმობა არ სჭირდება. სხვა ცვლილებები კი, რასაც კვირიკაშვილის ინიციატივა ითვალისწინებს, პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შავლა თადუმაძის განმარტებით, მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.  საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი პარლამენტს, ნდობის მისაღებად, მთავრობის განახლებულ შემადგელობას წარუდგენს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20