Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ-ის მიერ დაფინანსებული ახალი პროგრამა საქართველოს ტერიტორიის თავდაცვისკენ იქნება მიმართული
Civil Georgia, Tbilisi / 16 ნოე.'17 / 17:56


ღირსეული პარტნიორი 2017 - აშშ-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები, ვაზიანის საწვრთნელი ბაზა, 1 აგვისტო, 2017. ფოტო: Eana Korbezashvili / Civil.ge

აშშ-ის მიერ დაფინანსებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომლის განხორციელებაც 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება, ითვალისწინებს საქართველოს „ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას“, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 13 ნოემბერს აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ჯეიმს მატისთან შეხვედრის შემდეგ. 

იზორიას თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თანამშრომლობის „თვისობრივად  სრულიად ახალ ეტაპზე“ იმყოფება. „ჩვენ გრძელვადიანი დაგეგმვის მექანიზმებზე ვმუშაობთ, რომელიც სამ-ხუთ წელზეა გათვლილი, ეს სიახლეა ჩვენს ურთიერთობაში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „საგრძნობლად გაიზარდა საგარეო თავდაცვის დაფინანსება საქართველოსთან მიმართებაში, ის ყოველ წელს მზარდია“ და რომ 2017-2018 წლებში ეს თანხა 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს, რაც „განსაკუთრებით მოხმარდება ჩვენი შეიარაღებული ძალების წვრთნებს და აღჭურვას“. 

„ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, რომელსაც მომავალ წელს ერთობლივად ვიწყებთ და გათვალისწინებული იქნება შემდგომი სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონის მომზადება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის ფარგლებში ერთობლივი საბრძოლო მომზადების ცენრტი გაიხსნება და მოხდება თანხების ინვესტირება თანამედროვე ტაქტიკური საშუალებების, მათ შორის, უსაფრთხო კავშირგაბმულობის სისტემის შესაძენად.

„ყველაფერი ეს მოგვცემს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება უფრო თავდაცვისუნარიანი, მდგრადი, საიმედო და შეკავების შესაძლებლობების  ჩამოყალიბების რეალურ საფუძველს შექმნის, რაც არის ყველაზე კარგი, ეფექტიანი საშუალება იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება ორივე მიმართულებით, როგორც საერთაშორისო მისიების ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით, ისე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვითი ამოცანების ინტერესებიდან გამომდინარე“, - დასძინა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა წვრთნის ახალ პროგრამაზე 14 ნოემბერს სენატორ ლინდსი გრემთან შეხვედრის შემდეგაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთობლივი სასწავლო ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე განთავსდება. მისი თქმით, დაგეგმილია ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა ცხრა ბატალიონისთვის და „ეს პროცესი დაწყებულია და ის ითვალისწინებს შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად“.

„პარალელურად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც აღებული გვაქვს, კერძოდ, ავღანეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“, - დასძინა იზორიამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
51