Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არასამთავრობოები: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კონსულტაციების გარეშე გაუქმება ‘მიუღებელია’
Civil Georgia, Tbilisi / 21 ნოე.'17 / 12:18

25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობაში შემოთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში დაგეგმილი შესვლის თაობაზე.

„ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის არსებობა ადასტურებს, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და სახელმწიფო უწყებების საქმიანობის საერთო ამოსავალი წერტილია“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 20 ნოემბერს გამოქვეყნდა. „ამ ფონზე, მიუღებელია საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად გარდაქმნა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება სტრუქტურული ცვლილებების შესახებ „დახურულ კარს მიღმა“ იქნა მიღებული და რომ საზოგადოებას არ განემარტა „თუ როგორ მოხდება აპარატის სხვადასხვა ფუნქციის შესრულების უზრუნველყოფა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ხელისუფლების, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების კოორდინაცია და მონიტორინგი“.

„მაშინ, როდესაც საქართველოსა და ევროკაშირს შორის ასოცირების შეთანხმება, ისევე როგორც ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მოლოდინი, ქვეყნის შიგნით სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში რეფორმების გატარებას უკავშირდება, კითხვის ქვეშ დგება თუ როგორ განახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის ძირითადი ფუნქცია საგარეო პოლიტიკის წარმართვაა, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ ევროპული ინტეგრაციის კუთხით განხორციელებული აქტივობების კოორდინაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობას და პარლამენტს, რომ „ღიად განიხილოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური მნიშვნელობა და ფუნქციები, რათა მიმდინარე სტრუქტურულმა ცვლილებებმა ზიანი არ მიაყენოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2004 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ევროკავშირთან და ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობა. ამჟამად სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრს, ვიქტორ დოლიძეს უკავია, რომელიც ამ პოსტზე 2016 წლის ნოემბერში დაინიშნა

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26