Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველი გუნდი ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას წარადგენს
Civil Georgia, Tbilisi / 25 ნოე.'17 / 14:39

მმართველი გუნდი სახალხო დამცველის თანამდებობაზე აუდიტის სახელმწიფო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ნინო ლომჯარიას, წარადგენს. ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, 24 ნოემბერს ჟურნალისტებს განუცხადა.

გავითვალისწინეთ გამოცდილება, კვალიფიკაცია, მიუკერძოებლობის კრიტერიუმი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში, უმრავლესობამ არჩევანი შეაჩერა ქალბატონ ნინო ლომჯარიაზე, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ლომჯარიას კანდიდატურის შერჩევისას, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო სექტორთან გამართული კონსულტაციებიც გაითვალისწინა.

ნინო ლომჯარია ერთ-ერთი იყო სახალხო დამცველის იმ ოთხი კანდიდატიდან, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს 23 ნოემბერს შესთავაზეს. დანარჩენ კანდიდატებს შორის იყვნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანა ნაცვლიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვახუშტი მენაბდე, და პრეზიდენტთან არსებული პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე, ჟურნალისტი - ზვიად ქორიძე.

სახალხო დამცველს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობს, ხუთი წლის ვადით საქართველოს პარლამენტი ირჩევს. ომბუდსმენის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე - პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალ ომბუდსმენს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში აირჩევს.

ნინო ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა. 

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, უფლებამოსილების ვადა 7 დეკემბერს ეწურება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45