Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სახალხო დამცველი მუხთარლის საქმეს ეხმაურება
Civil Georgia, Tbilisi / 29 ნოე.'17 / 13:08

აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, თბილისიდან გაუჩინარებისა და ბაქოში დაპატიმრების ექვსი თვის თავზე, საქართველოს სახალხო დამცველი კვლავაც ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზების შესახებ საუბრობს.

ომბუდსმენის მიერ 29 ნოემბერს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს პროკურატურა, სახალხო დამცველის მიმართვის მიუხედავად, კვლავაც უარს ამბობს გაუჩინარებული ჟურნალისტისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებაზე. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ამგვარი სტატუსი „აუცილებელია, რათა მუხთარლის და მის ადვოკატს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, დააკვირდნენ მიმდინარე გამოძიებას“.

სახალხო დამცველი მუხთარლის მიმართ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლის აუცილებლობაზეც საუბრობს. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ საქმეში, რომლის გამოძიებაც თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, პროკურატურას, მუხთარლის მონათხრობზე დაყრდნობით, დამამძიმებელი გარემოებები უნდა გამოეკვეთა, კერძოდ ის, რომ ჟურნალისტისთვის თავისუფლების უკანონო აღვეთა „წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით“ მოხდა. შესაბამისად, ომბუდსმენი მოუწოდებს პროკურატურას, „დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, შეცვალოს დანაშაულის კვალიფიკაცია“.

ომბუდმსენი ასევე გამოთქვას წუხილს, რომ „გამოძიების დაწყებიდან 6 თვის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, პროკურატურის მიერ არ ხდება საზოგადოების ინფორმირება“. 

„სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად, ჩაატარებს ყველა საგამოძიებო მოქმედებას, მათ შორის, შესაბამის ექსპერტიზას ვიდეოჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და ამ საქმის გარშემო გაჩენილ კითხვებს ობიექტური მტკიცებულებებით უპასუხებს, რათა ყველა დამნაშავე პირმა პასუხი აგოს მართლმსაჯულების წინაშე“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო მეორე დღეს აზერბაიჯანის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. 30 მაისს აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისში, თავისი სახლის მახლობლად, უცნობმა პირებმა ძალით ჩასვეს მანქანაში. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაკავებულ ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთა და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა ედება ბრალად.

ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებას და აზერბაიჯანში დაპატიმრებას საქართველოს პრეზიდენტის, ქართული ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აქტიური გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა.

ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, რომელიც, მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ, თბილისში კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა და საქართველოს ხელისუფლებისგან საქმის ეფექტურ გამოძიებას მოითხოვდა და მასზე განხორციელებულ თვალთვალზე საუბრობდა, ოქტომბრის დასაწყისში საცხოვრებლად ევროპაში გაემგზავრა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46