Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მხარდამჭერების მიერ გათავისუფლებული სააკაშვილი ქართველი და უკრაინელი ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს
Civil Georgia, Tbilisi / 5 დეკ.'17 / 18:15


მიხეილ სააკაშვილი, გათავისუფლების შემდეგ, მხარდამჭერებს მიმართავს, 5 დეკემბერი, 2017. ფოტო: strana.ua

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს დილით უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა, მხარდამჭერებმა დროებითი დაკავებიდან გაათავისუფლეს.

სააკაშვილი, რომელიც უკრაინის ახალი ძალების მოძრაობის ლიდერია, 5 დეკემბერს კიევში საკუთარ ბინაში დააკავეს და კრიმინალური დაჯგუფებების დახმარებასა და მათი საქმიანობების დაფარვაში დასდეს ბრალი; თუმცა, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მხარდამჭერებმა, რომლებიც შენობის წინ იყვნენ შეკრებილები, პოლიციის მანქანას ალყა შემოატყეს და წასვლის საშუალება არ მისცეს.

დაპირისპირება აქტივისტებსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს შორის თითქმის ოთხ საათს გაგრძელდა, რის შედეგადაც სააკაშვილის მხარდამჭერებმა მოახერხეს მისი მანქანიდან გადმოყვანა და გათავისუფლება.

მხარდამჭერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადისკენ დაიძრა, სადაც მან აქციაზე შეკრებილ მხარდაჭერებს სიტყვით მიმართა.

აქციამდე სააკაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ესაუბრა; მან მადლობა გადაუხადა თავის ოჯახს და მხარდამჭერებს და პირობა დადო, რომ „ჩვენ ვუტირებთ ყოფას ადრე თუ გვიან ყველა ოლიგარქს და ყველა ხალხის მძარცველს და დამამცირებელს, როგორც უკრაინაში ისე საქართველოში“.

„ამ ფარჩაკებმა ვერ მიხვდნენ ვისთან ააქვთ საქმე. მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები, ნახეთ რა გმირობა ჩაიდინეს, წარმოუდგენელი. უიარაღოდ დაუპირისპირდნენ შეიარაღებულ ნაციონალურ გვარდიას, პრეზიდენტის პირად გვარდიას, რომელმაც განახორციელა უშიშროების სამსახურთან ერთად ჩემი დაკავების ოპერაცია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

პრესისთვის გაკეთებულ კომენტარში სააკაშვილმა კიევის მოსახლეობას უკრაინის რადასთან შეკრებისკენ და გენერალური პროკურორის და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნისკენ მოუწოდა. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს და მისი გუნდის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყებისკენაც მოუწოდა.   

„ან ახლა ყველანი გავერთიანდებით და მშვიდად ავიცილებთ თავიდან რევოლუციას, მშვიდობიანი მეთოდებით, პარლამენტის გზით, როგორც ეს 2004 წელს მოხდა, როდესაც პარლამენტმა ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო... ან ვაიძულებთ მშვიდობიანი გზით, რომ წავიდეს, ან არადა, ისინი ყველას სათითაოდ გადაგვივლიან“, - განაცხადა მან.

სააკაშვილმა მისთვის წაყენებულ ბრალდებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ეს ბრალდება „ყალბია“, რათა „ჩაახშონ ის ხმამაღალი ხმა, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდება“.  

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომელიც გულისხმობს კრიმინალური ორგანიზაციების წევრთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას და ისჯება პატიმრობით სამიდან ხუთ წლამდე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53