Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
Civil Georgia, Tbilisi / 12 დეკ.'17 / 16:29

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი ახალი ელჩი დანიშნა.

ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძე დაინიშნა, რომელიც 2016 წლის ნოემბრიდან ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებს. გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას კი - ელგუჯა ხოკრიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამავე საელჩოში უფროსი მრჩევლის პოზიციაზე მუშაობს.

ვიქტორ დოლიძე კარიერული დიპლომატია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2005-2009 წლებში იგი იყო საქართველოს ელჩი ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში, და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ.  2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ახალ თანამდებობაზე ვიქტორ დოლიძე ჩაანაცვლებს შალვა ცისკარაშვილს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2018 წლის 1 იანვარს ეწურება

ელგუჯა ხოკრიშვილს გერმანიაში აკადემიური საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 2002-2008 წლებში იგი პოტსდამის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. სხვადასხვა დროს საქმიანობდა როგორც ექსპერტი და პროექტის ხელმძღვანელი გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებში. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს მთავრობის წევრი, ეკავა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, შემდეგ კი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობა.

ელჩის თანამდებობაზე ეგლუჯა ხოკრიშვილი ჩაანაცვლებს ლადო ჭანტურიას, რომელიც 2018 წლის იანვრიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან არჩეული მოსამართლის თანამდებობას დაიკავებს. ლადო ჭანტურია გერმანიაში საქართველოს დიპლომატიურ მისიას 2014 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა

ვიქტორ დოლიძისა და ელგუჯა ხოკრიშვილის კანდიდატურები პრეზიდენტს დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა დღეს წარუდგინა.

დღესვე, ახლად დანიშნული ელჩები მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მიიღო და შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27