Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
Civil Georgia, Tbilisi / 13 დეკ.'17 / 18:37

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 დეკემბერს სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა, სადაც იმ ორი შეთანხმების პროექტი იქნა განხილული, რომლებიც „ორმაგი მოქალაქეობის საკითხებს“ და რეგიონის მაცხოვრებლებისთვის „რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ პროცედურებს“ დაარეგულირებს.

აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის უფროსმა, დმიტრი შამბამ, რომელმაც გასულ კვირას გამართულ მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა, 11 დეკემბერს კონსულტაციების თაობაზე პრესკონფერენცია გამართა. შამბამ განაცხადა, რომ ეს პირველი კონსულტაცია იყო ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტის თაობაზე მიუხედავად იმისა, რომ მისი ოფიციალური განხილვა 2009 წლიდან მიმდინარეობს. მისი თქმით, რუსული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურმა.

შამბამ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმების მიზანი „იმ პირთა სტატუსის რეგულირებაა, რომელთაც ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა გააჩნიათ“, ვინაიდან რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია რუსეთის მოქალაქეობის მიღება წინა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, თუ სხვაგვარად არ იქნა რეგულირებული საერთაშორისო შეთანხმებით. შედეგად, აცხადებს შამბა, „2008 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი აღიარა, აფხაზეთის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესი შეჩერებულია შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერამდე“.

შამბამ ხაზი გაუსვა, რომ დაგეგმილი შეთანხმება არ დაარეგულირებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღების საკითხს, რადგანაც „შეთანხმების პროექტის პირველივე მუხლი შეიცავს დათქმას, რომ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები ეროვნული კანონმდებლობით დარეგულირდება“. მან იქვე დასძინა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს რაიმე ცვლილებებს აფხაზეთის კანონმდებლობაში.

ხაჯიმბას წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა მეორე დაგეგმილ შეთანხმებაზე, რომელიც ასევე იქნა განხილული კონსულტაციების დროს და რომელიც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილ შეთანხმებას დაეფუძნება, სადაც რუსეთი იღებს ვალდებულებას „დამატებითი ზომები განახორციელოს“ „აფხაზეთის მოქალაქეების“ მიერ რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პროცედურების გასამარტივებლად.  

შამბას თქმით, მეორე შეთანხმება საჭირო გახდა, რადგანაც პირველი შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ „მხოლოდ ერთ შეზღუდვას მოხსნის“ - რუსეთის მოქალაქეობის მიღებისას „აფხაზეთის მოქალაქეობაზე“ უარის თქმის  ვალდებულებას. ამიტომ, როგორც შამბამ აღნიშნა, „რუს კოლეგებთან“ შეთანხმება იქნა მიღწეული, რომლის თანახმადაც ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გარდა, მომზადდება და ხელი მოეწერება შეთანხმებას „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურების შესახებ“.

მისი თქმით, ორივე შეთანხმება პაკეტის სახით მომზადდება და მათი ხელმოწერა, რატიფიკაციისთვის წარდგენა და ძალაში შესვლა ერთდროულად მოხდება მომდევნო ექვსი თვის ვადაში.

შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ იმ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 2008 წლის 17 სექტემბერს მოაწერეს ხელი. დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთის მოქალაქეობის მიღება „იმ მხარის კანონმდებლობის მიხედვით, რომლის მოქალაქეობასაც იღებენ“.

შეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ აფხაზეთში აპრილში განხორციელებული ვიზიტის დროს განიხილეს და ის რაულ ხაჯიმბასთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა იყო, როგორც ამის თაობაზე ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება იტყობინება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4