Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
Civil Georgia, Tbilisi / 18 დეკ.'17 / 16:13

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ორი საპარლამენტო ფრაქცია შეიქმნება, რის შედეგადაც მმართველი პარტიის ფრაქციების რაოდენობა რვამდე გაიზრდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ, რომელმაც ამ საკითხზე 16 დეკემბერს ისაუბრა, აღნიშნა, რომ კონსულტაციები ორი დამატებითი ფრაქციის შექმნის თაობაზე პარლამენტის საშემოდგომო სესიის დროს დაიწყო, ხოლო გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო 2017 წლის ბოლომდე მიიღებს. მან ასევე უარყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ცვლილება მმართველ პარტიაში შიდა უთანხმოებას უკავშირდება და დასძინა, რომ ამგვარი ცვლილება საპარლამენტო უმრავლესობის მართვას უფრო ეფექტურს გახდის.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამატებითი ფრაქციების შექმნას გეგმავდა 86-წევრიანი ფრაქციის „ქართული ოცნება“ დაყოფის გზით, 15 დეკემბერს გავრცელდა მედიაში. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კიდევ ორი დამატებითი ფრაქცია შეიქმნება და რომ ეს „კონსულტაციების გზით“ მოხდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმტრავლესობაში ორი დამატებითი ფრაქცია შეიქმნება „კოორდინაციის, ეფექტურობის და სამუშაო პროცესის მართვის გაუმჯობესების მიზნით“. „ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კოორდინაცია პოლიტიკურ ჯგუფებს შორის, საპარლამენტო უმრავლესობის და მმართველი პარტიის შიგნით იყოს კიდევ უფრო მოქნილი და მობილური“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ცვლილებაზე 16 დეკემბერსაც ისაუბრა და დაადასტურა ადრინდელი ინფორმაცია, რომ ახალ ფრაქციებს მაჟორიტარი დეპუტატები ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ.

მედია საშუალებებმა ასევე განაცხადეს, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სამ ჯგუფად დაყოფის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძეს შორის არსებულ დავას უკავშირდება.

გაჩეჩილაძემ, რომელიც დეპუტატ ბიძინა გეგიძის ახლო მეგობარია, 12 დეკემბერს კომპანია Citroen Georgia-ს (რომლის მფლობელი და მმართველი გაჩეჩილაძის სიძეა) ადვოკატებთან ერთად პრესკონფენცია მოიწვია და ხელისუფლება სპორტის ყოფილ მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან ასოცირებული ავტომანქანების სავაჭრო და მომსახურების კომპანიებისთვის შეღავაიანი პირობების მინიჭებაში დაადანაშაულა.  

თუმცა, გაჩეჩილაძემ გამორიცხა კვირიკაშვილის მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ის კრისტალივით სუფთაა და ამით სარგებლობენ  და ცდილობენ „შებღალონ მისი პატიოსნება“.

ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრმა მომდევნო დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ გაჩეჩილაძემ „აბსოლუტურად დაუსაბუთებლად პირადი შეურაცხყოფები მიაყენა იმ ადამიანებს და გუნდის წევრებს, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ“. მან მოუწოდა გაჩეჩილაძეს, რომ კონკურენციის სააგენტოს ან სასამართლოს მიმართოს. 

„ჩემთვის არის მიუღებელი, რომ ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ, არ მჭირდება ეგეთი ქება წაიღოს თავისი სიტყვები უკან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ „თუ სასამართლო დაადასტურებს, რომ მთავრობა რამეში შეცდა, მე მზად ვარ ავიღო ნებისმიერი პასუხისმგებლობა, მათ შორის, დავტოვო კიდევაც ჩემი თანამდებობა“.

ბიძინა გეგიძემაც და გოჩა ენუქიძემაც უარყვეს განცხადებები, რომ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან კავშირში იყო. გეგიძის თქმით, ეს უბრალოდ დამთხვევაა; ენუქიძემ კი ამგვარი გადაწყვეტილება მართვას და დეპუტატებს შორის მეტ კოორდინაციას დაუკავშირა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც 116 დეპუტატისგან შედგება, ექვს ფრაქციას აერთიანებს. ფრაქციები „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება - მრეწველები“ 2016 წლის 18 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიქმნა. „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ და „ქართული ოცნება - რეგიონული განვითარებისთვის“ მოგვიანებით, 26 დეკემბერს ჩამოყალიბდა. მეექვსე საპარლამენტო ფრაქცია - „ქართული ოცნება - მწვანეები“ 23 იანვარს შეიქმნა.

საპარლამენტო ფრაქციები, რომელთა შესაქმნელადაც სულ ცოტა ექვსი დეპუტატია საჭირო, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ, მათ შორის ადგილით და ხმის უფლებით პარლამენტის ბიუროზე, გარანტირებული ადგილებით კომიტეტებში, საგამოძიებო, სპეციალურ კომისიებში და საპარლამენტო დელეგაციებში, ასევე მეტი დროის უფლებით პარლამენტში დებატების და განხილვების დროს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45