Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამხრეთ ოსეთში ცხრა საარჩევნო უბანი გაიხსნება
Civil Georgia, Tbilisi / 20 დეკ.'17 / 14:06


მარატ კულახმეტოვი, 18 დეკემბერი. ფოტო: კადრი TV Ir-ის ვიდეომასალიდან

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა და „რუსეთის ელჩმა სამხრეთ ოსეთში“ მარატ კულახმეტოვმა 18 დეკემბერს - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ოფიციალური დაწყების დღეს - ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან და ადმინისტრაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მომავალი არჩევნების საორგანიზაციო დეტალები განიხილეს.

„სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დაახლოებით 98% რუსეთის მოქალაქეებიც არიან“, - მიმართა ბიბილოვმა დამსწრეებს და დასძინა, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო უფლება გამოიყენოს და მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში“. ბიბილოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრები“, რომელიც ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, „ვალდებულია მივიდეს და ხმა მისცეს არჩევნებზე“. 

მარატ კულახმეტოვმა აცნობა დამსწრეებს, რომ რეგიონში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება „რუსეთის საელჩოს“ დაევალა. „ამ მიზნით, გადავწყვიტე, რომ ცხრა საარჩევნო უბანი გავხსნათ სამხრეთ ოსეთში“, - განაცხადა კულახმეტოვმა და დააზუსტა, რომ ხუთი მათგანი ცხინვალში, ხოლო დანარჩენი ოთხი ზნაურის, ჯავას და ახალგორის ცენტრში, ასევე სოფელ დმენისში გაიხსნება.

მან ასევე სთხოვა რეგიონის რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, რომ 15 იანვრამდე მათ ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ზუსტი სიები შეადგინონ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს „შეათანხმოს და დააზუსტოს ეს სიები“.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცხინვალის რეგიონში 36 500 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. რაც შეეხება აფხაზეთს, ამ რაოდენობამ 89 000 შეადგინა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24