Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი სამხრეთ ოსეთს ორ სამედიცინო სამაშველო ვერტმფრენს გადასცემს
Civil Georgia, Tbilisi / 25 დეკ.'17 / 15:41

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ცხინვალს ორ სამედიცინო სამაშველო ვერტმფრენს გადასცემს, განაცხადა ადგილობრივმა ხელისუფლებამ 22 დეკემბერს, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, ვლადიმირ პუჩკოვსა, და სამხრეთ ოსეთის ლიდერს, ანატოლი ბიბილოვს, შორის გამართული შეხვედრიდან ორ დღეში.

„სანიტარული ავიაციის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს, რათა შევძლოთ ჩრდილოეთ კავკასიის სამედიცინო დაწესებულებებში, ჩრდილოეთ ოსეთში იმ პირთა სწრაფი ტრანსპორტირება, რომელთაც გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა ესაჭიროებათ და რომელთაც ჩვეულებრივ ვაგზავნით ჩვენი რესპუბლიკის სამხრეთით (დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე)“, - განუცხადა ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალან თადტაევმა, ადგილობრივ ტელევიზიას პარასკევს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვერტმფრენები რეგიონში იქნება განთავსებული და მათი შენახვისა და მომსახურებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა „რუსი კოლეგების დახმარებით“ განვითარდება. თადტაევმა დასძინა, რომ მოსკოვი ასევე დაეხმარება რეგიონს „ადგილობრივი სპეციალისტების მომზადებაში, რათა მათ თავად შეძლონ ვერტმფრენების შენახვა და გამოყენება“.

ამ განცხადებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე მოსკოვმა ხელი მოაწერა ცხინვალთან სამედიცინო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზეც გავრცელდება.
 
ადგილობრივი „პარლამენტის“ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ალან კოზონოვის, თქმით, „ახალი შეთანხმება მთლიანად თუ არ აღმოფხვრის, მნიშვნელოვნად მაინც შეამცირებს“ ცხინვალის იმ მცხოვრებლების მზარდ რაოდენობას, რომლებიც სამედიცინო მკურნალობას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ.

თბილისში განთავსებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ბესტაევმა განაცხადა, რომ 25 დეკემბრის მდგომარეობით, 2017 წელს რეგიონის დაახლოებით 400 მცხოვრებმა გამოიყენა საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება. 2016 წელს ეს მაჩვენებელი 679-ს შეადგენდა, განუცხადა ბესტაევმა Civil.ge-ს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52