Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბათუმის არეულობის საქმეზე ორ ბრალდებულს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
Civil Georgia, Tbilisi / 10 იან.'18 / 15:36

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს, რომლებიც 2017 წლის აპრილიდან, ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე, წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ. 
პროკურატურის თანახმად, ჩხვირკიასა და ღოღობერიძეს ბრალად ედებოდათ 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში “ჯგუფური ძალადობის” ორგანიზება, რის შედეგადაც პოლიციის და კერძო პირების მანქანები დაიწვა, ასევე - დაზიანდა მაღაზიები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. დანაშაული სასჯელის სახით 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურატურის პოზიცია არ გაიზიარა, და ჩხვირკიასა და ღოღობერიძის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა უფრო მსუბუქ დანაშაულად - “ჯგუფური მოქმედების” ორგანიზებად - გადააკვალიფიცირა, რაც მაქსიმალური სასჯელის სახით 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, და საბოლოოდ, ორივე ბრალდებულს ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას, მოსამართლე მამისეიშვილმა განუცხადა ირაკლი ჩხვირკიას, რომ მის ქმედებებში ძალადობის ორგანიზება არ იკვეთებოდა, თუმცა დასძინა, რომ ჩხვირკია ცდილობდა “რაიმე სასიკეთო” გაეკეთებინა პარტიისათვის (ერთიანი ნაცინალური მოძრაობისათვის), რომლის რიგებიდანაც იგი ბათუმის მოვლენების შემდეგ გაირიცხა. მეორე ბრალდებული, მერაბ ღოღობერიძე, განაჩენის გამოტანას არ ესწრებოდა.
ჩხვირკიას და ღოღობერიძის საქმის განხილვა 2017 წლის მაისში დაიწყო. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებდნენ. ამასთან, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში ჩხვირკიას საქმეს “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებდნენ. 
ბათუმში არეულობა გასული წლის 11 მარტს, სასტუმრო „ბათუმი პლაზას“ მახლობლად მას შემდეგ დაიწყო, რაც საპატრულო პოლიციამ მოქალაქე არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა და მოგვიანებით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა. ამას მოჰყვა მასშტაბური საპროტესო აქცია, რომელიც 12 მარტს გამთენიისას, მას შემდეგ დასრულდა, რაც დარჩენილი მომიტინგეების დასაშლელად სპეცრაზმის დამატებითი დანაყოფები ჩაერთო. არეულობების დროს ბათუმში პოლიციის და მოქალაქეების რამდენიმე მანქანა დაწვეს და დააზიანეს. 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმის არეულობის საქმეზე ბრალდება სულ 21 პირს ჰქონდა წარდგენილი. მათგან 18-მა არეულობაში მონაწილეობისთვის წარდგენილი ბრალდება აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. კიდევ ერთი ბრალდებულს, ლაშა დეკანაძეს კი, რომელიც ჩხვირკიას და ღოღობერიძის მსგავსად დანაშაულს არ აღიარებდა, გასული წლის ნოემბერში ხულიგნობისთვის ერთი წლისა და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ჩხვირკიასა და ღოღობერიძისთვის სასჯელის მოხდის ვადა მათი დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 აპრილიდან აითვლება. დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35