Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველ გუნდში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მექანიზმში ჩართვის შესახებ პოროშენკოს წინადადებას განიხილავენ
Civil Georgia, Tbilisi / 23 იან.'18 / 13:08

პარლამენტის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ 19 იანვარს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქართულ მხარეს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მექანიზმის სრულყოფის პროცესში ჩართვა შესთავაზა.

„ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, იქნება დეტალებზე მსჯელობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ „ქართული მხარე  ყოველთვის გამოხატავდა უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და ამ შემთხვევაშიც ეს იქნება მთავარი ხაზი ჩვენი გადაწყვეტილების“. 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, პრეზიდენტმა პოროშენკომ ქართველ დეპუტატებს განუცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რუსეთისათვის დაწესებული სანქციების მექანიზმის სრულყოფის მიმართულებით და ქართულ მხარეს შეუძლია ამ პროცესში ჩაერთოს. 

„ეს დაგვეხმარება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და მოვახდინოთ ევროპის სტიმულირება, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივოს. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

რუსეთის ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა სანქციები აშშ-მა, ევროკავშირმა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ 2014 წლიდან დააწესეს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასის რეგიონში უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის პასუხად.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
64