Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის ინიციატივით, არაძალადობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების წესი მარტივდება
Civil Georgia, Tbilisi / 1 თებ.'18 / 19:33

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივი დანაშაულისათვის გასამართლებული პირების მიმართ შეწყალების წესი მარტივდება. ამის შესახებ დღეს პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა.

ახალი რეგულაციებით, არაძალადობრივი დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს აღარ მოეთხოვებათ სასჯელის გარკვეული ნაწილის მოხდა იმისათვის, რომ პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით მიმართვის უფლება მოიპოვონ. მათ შეწყალების მოთხოვნის უფლება მიეცემათ მაშინვე, როგორც კი სასამართლოში საქმის განხილვა საბოლოოდ დასრულდება. ახალ რეგულაციებს სახელმწიფოს მეთაური უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

ზვიად ქორიძის თანახმად, შეწყალების გამარტივებული პროცედურა ნარკოტიკების მოხმარებისათვის გასამართლებულ პირებს შეეხება. გამარტივებული წესები ასევე გავრცელდება იმ მსჯავრდებულებზე, რომლებიც სასჯელს სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობისთვის იხდიან. საუბარია იმ შემთხვევებზე, როდესაც, სასამართლო ნარკოტიკების მომხმარებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე, დამატებით შეზღუდვებს უწესებს და პირი ამ შეზღუდვებს დაარღვევს.

ნარკოტიკების მოხმარებისათვის გასამართლებული პირების გარდა, შეწყალების გამარტივებული პროცედურით სარგებლობის უფლება ასევე მიეცემათ იმ პირებსაც, რომლებმაც პირველად ჩაიდინეს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან სამოხელეო, სამეწარმეო, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაული.

„დღეს პრეზიდენტმა ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება არაძალადობრივი დანაშაულების მიმართ და უფრო ჰუმანური გახადა შეწყალების წარმოების წესი“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ. მისივე თქმით, შეწყალების გამარტივებული პროცედურა არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც სასჯელს იხდის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისათვის, ასევე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და შემოტანა-ტრანზიტისათვის.

პრეზიდენტის ინიციატივას დადებითი შეფასება მოჰყვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა რურუას განცხადებით, ეს არის „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“, თუმცა არ არის საკმარისი, რადგან „დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, ანუ ციხეში არ უნდა ჩაჯდნენ [ნარკოტიკების] მომხმარებლები“.

„სრულიად მისაღები“ უწოდა პრეზიდენტის ამ მიდგომას ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ტუღუშმა. მანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ შეწყალების საკითხი არის პრეზიდენტის „კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, და ვის შეიწყალებს - ეს არის პირადად მისი გადასაწყვეტი“.

აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული დანაშაულისათვის მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხი ერთ-ერთია, რასაც „რეპრესიული ნარკოპოლიტიკის“ შეცვლაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პერიოდულად აყენებენ და ნარკოტიკების მომხმარებელთა სისხლის სამართლის წესით დასჯის გაუქმებას მოითხოვენ. გასული წლის დეკემბერში, ნარკოპოლიტიკის მარეგულირებელი კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მოთხოვნით გამართული მასშტაბური აქციის ფარგლებში, სამოქალაქო აქტივისტებმა პრეზიდენტს მიმართეს და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების „მასობრივი შეწყალება“ სთხოვეს.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რომლის პროცედურასაც პრეზიდენტი თავისი ბრძანებულებით განსაზღვრავს.

შეწყალების წესი იმ მსჯავრდებულებსა და სასჯელმოხდილ პირებზე ვრცელდება, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი და არა აქვთ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა. მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხებს სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს, რომელიც პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამისი რეკომენდაციას წარუდგენს. თუმცა, ამავდროულად, პრეზიდენტი უფლებამოსილია პირის შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების წესით „დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს“.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სულ შეწყალებულია 3671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18