Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში იქნა დეპორტირებული
Civil Georgia, Tbilisi / 13 თებ.'18 / 11:48

უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის ოპოზიციური პარტიის ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერია, კიევში მისი დაკავებიდან მალევე, პოლონეთში იქნა დეპორტირებული.

უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს მიგრაციის სახელმწიფო სამსახურსა და სხვა სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობთ, და დააბრუნეს იმ ქვეყანაში, საიდანაც ის უკრაინაში შემოვიდა. იმავე განცხადების თანახმად, სააკაშვილის დეპორტაცია განხორციელდა იმ საფუძვლით, რომ იგი „არალეგალურად იმყოფებოდა“ უკრაინაში.  

უკრაინის მიგრაციის სამსახურმა განმარტა, რომ სააკაშვილმა „დაკარგა უკრაინაში დარჩენის სამართლებრივი საფუძვლები“ მას შემდეგ, რაც სასამართლომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამავე სამსახურის თანახმად, სააკაშვილის პოლონეთში დაბრუნება რეადმისიის შესახებ უკრაინასა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა. 

პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა სააკაშვილის ჩამოსვლის ფაქტი დაადასტურა. ვარშავამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდა „იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოს მოქალაქის მეუღლეა“.

ვარშავაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის ძალის გამოყენებით,  „მოტაცებით, მოტყუებით, კერძო თვითმფრინავით“ გააძევეს პოლონეთში.

მან ასევე საქართველოსა და უკრაინის მთავრობები გააკრიტიკა და უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს, და საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, „ოლიგარქები“ და „მატყუარები“ უწოდა. „მე გავაგრძელებ ბრძოლას... ამ ოლიგარქების წინააღმდეგ. ორივე დაემხობა და ამ დამხობაში, ამ მოშორებაში, მათ ჩამოშორებაში ხელისუფლებიდან მშვიდობიანში, მე ვითამაშებ, რა თქმა უნდა, გადამწვეტ როლს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81