Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
Civil Georgia, Tbilisi / 15 თებ.'18 / 14:27

საქართველოს მთავრობამ დღეს მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის - შექმნას ითვალისწინებს. 

ახალი სამსახური 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება და, საგამოძიებო ფუნქციასთან ერთად, მოქალაქეთა პირადი მონაცემების დაცვაზე ზედამხედველობას განახორციელებს, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს გააკონტროლებს, რაც დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კომპეტენციაში შედის. 

კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის და საჯარო მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულს, თუ საქმე წამებას, წამების მუქარას, ასევე დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ეხება. ინსპექტორი ასევე გამოიძიებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან გადამეტების ფაქტებს, თუ ისინი ჩადენილი იქნება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. ინსპექტორის კომპეტენციაში ასევე შევა ჩვენების მიცემის იძულების გამოძიებაც. გარდა ამისა, ინსპექტორი გამოიძიებს სამართალდამცავის მიერ ჩადენილ ნებისმიერ სხვა დანაშაულს, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევს და განხორციელებულია იმ დროს, როდესაც მსხვერპლი დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. 

სახელმწიფო ინსპექტორს, რომელიც „მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაციით“ უნდა სარგებლობდეს, საქართველოს პარლამენტი ხუთი წლის ვადით აირჩევს. ინსპექტორს ხელშეუხებლობის და დამოუკიდებლობის გარანტიები ექნება. ახალი ორგანოს გამომძიებლებს კი ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიეცემათ. 

საგამოძიებო ორგანოზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა 15 თებერვალს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ „ეს ახალი მექანიზმი იქნება კიდევ ერთი დამატებითი კომპონენტი, რაც ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის ნდობის ამაღლებას სამართალდამცავი უწყებების მიმართ, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სამართალდამცველებს ჰქონდეთ ობიექტურობის შეგრძნება - რომ ისინი იქნებიან წახალისებულნი, როდესაც კანონიერად იმოქმედებენ და, რა თქმა უნდა, იქნება მექანიზმი, რომელიც განიხილავს მათ შესაძლო გადაცდომებს“. 

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებიც რამდენიმე წელია დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ, ამ საკითხზე სამთავრობო უწყებების მიერ მუშაობის განახლება „დადებითად შეაფასეს“, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატთან და ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული რეგულაციები გააკრიტიკეს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელშიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შედის, 14 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ „რთულად წარმოსადგენია, რას შეცვლის ახალი სამსახურის შექმნა“, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ იქნება აღჭურვილი სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით და მის მიერ წარმოებული გამოძიების ფარგლებში „ყველა კრიტიკულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება კვლავაც პროკურატურას ექნება“. 

არასამთავრობოები ასევე აცხადებენ, რომ, კანონპროექტში მითითებულ დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას უნდა დაექვემდებაროს სხვა დანაშაულებიც, რომლებზეც სამართალდამცავთა გადაცდომა გამოიკვეთება, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების „ჩადების“ შემთხვევებიც.

არასამთავრობოები ასევე მიიჩნევენ, რომ, ერთი მხრივ, სამართალდამცავთა დანაშაულის გამოძიება და, მეორე მხრივ, კონტროლი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე „ერთმანეთთან თავსებადი ფუნქციები არ არის“; ერთი უწყების კომპეტენციაში ამ ორი ფუნქციის მოქცევამ კი „შესაძლოა საფრთხე შეუქმნას პერსონალური მონაცემების დაცვის მექანიზმის დამოუკიდებლობას, გააჩინოს ინტერესთა კონფლიქტი უწყების შიგნით და დაუკარგოს ნდობა ამ სამსახურის საქმიანობას“. ამიტომ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს „უფრო გონივრულად“ მიაჩნიათ, „რომ საგამოძიებო უწყება შეიქმნას ცალკე უწყების სახით, მოქნილი და მცირე ბიუროკრატიული აპარატით“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
60