Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
Civil Georgia, Tbilisi / 16 თებ.'18 / 13:50


დიმიტრი ქუმსიშვილი და ილჰამ ალიევი, ბაქო, 15 თებერვალი, 2018. ფოტო: president.az

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი 15 თებერვალს ბაქოს ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეოთხე მინისტერიალში, ასევე გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„რეგიონისთვის სამხრეთი გაზის კორიდორის განვითარებას, ჩვენი ქვეყნისთვის კი სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას და „შაჰდენიზი 2“-ის დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რასაც საქართველო ამ ენერგეტიკული პროექტიდან მიიღებს და აღნიშნა, რომ 2022 წლისათვის საქართველოს გაზის გაორმაგებული მოცულობის - 1.6 მილიარდამდე კუბური მეტრი გაზის - მიიღება შეეძლება. „ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე აისახება,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვეს  ხაზი და ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სატრანზიტო პროექტების - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, სამხრეთის გაზის დერეფნის, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ და სხვა პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი წარმატებით ხორციელდება და იგი ორი ქვეყნის „შესაძლებლობებისა და პარტნიორობის მაჩვენებელს“  წარმოადგენს. 

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა, ასევე მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებთან - ფარვიზ შაჰბაზოვსა და ბერატ ალბაირაქთან.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეოთხე მინისტერიალი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც გამოხატულ იქნა მხარდაჭერა შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტის მიმართ, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებულ როლს სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელებაში.

სამხრეთის გაზის დერეფანი მიზნად ისახავს ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნების გაზმომარაგების დივერსიფიცირებას. დერეფანი სამხრეთ კავკასიის, ტრანს-ანატოლიის და ტრანს-ადრიატიკის გაზსადენებს გააერთიანებს, რომლის მეშვეობითაც გაზი აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას მიეწოდება. პროექტის დასრულება 2019-2020 წლებისთვის იგეგმება და საწყის ეტაპზე მისი მეშვეობით 10 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ტრანსპორტირება ივარაუდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
50