Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
Civil Georgia, Tbilisi / 16 თებ.'18 / 16:05

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მცირე მეწარმეებისათვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს. 

საგადასახადო რეფორმის თანახმად, რომელიც დღეს ფინანასთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა, მცირე მეწარმედ დარეგისტრირება იმ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, რომელთა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი წლის განმავლობაში 500 ათას ლარს არ აღემატება. მოქმედი რეგულაციით, მცირე მეწარმის სტატუსის მიღება მხოლო 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მეწარმეებს შეუძლიათ. ამასთან ერთად, მცირე მეწარმეთათვის „უპრეცედენტო შეღავათიანი რეჟიმი“ წესდება და მათთვის დადგენილი საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ - 5%-იდან 1%-მდე მცირდება.
 
მამუკა ბახტაძის განმარტებით, ინიციატივის ფარგლებში, ასევე უქმდება გადასახადების წინასწარ გადახდის პრაქტიკა და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან. ამასთან ერთად, მცირე მეწარმეები „ყველანაირი დამატებითი ბუღალტერიის წარმოებისგან“ გათავისუფლდებიან და მათ მხოლოდ საკონტროლო-სალარო აპარატისა და სასაქონლო ზედნადების გამოყენების ვალდებულება ექნებათ. 

მინისტრის თანახმად, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი 120 ათასს ფიზიკურ პირს შეეხება და სავარაუდოდ 1 ივლისიდან, პარლამენტის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცლილებების დამტკიცების შემდეგ ამოქმედდება. 

„ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში და მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც საშუალებას მოგვცემს მოვიცვათ ჩვენი მოსახლეობის ყველა ფენა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 თებერვალს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ინიციატივა იქნება „მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის“. 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შემქნის ინიციატივები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
3