Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
Civil Georgia, Tbilisi / 17 თებ.'18 / 14:10


გიორგი მარგველაშვილი და დალია გრიბაუსკაიტე, 16 თებერვალი, 2018. ფოტო: facebook.com/PresidentMargvelashvili
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროპელ ლიდერებთან ერთად, 16 თებერვალს ვილნიუსში ჩავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ლიტვის დამოუკიდებლობის აღდენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში და რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში, ევროპელი ლიდერების დახვედრის საზეიმო ცერემონიაზე, ქვეყნის პრეზიდენტს, დალია გრიბაუსკაიტეს, დამოუკიდებლობის აღდენის 100 წლისთავი მიულოცა, შემდეგ კი ბალტიის სამი სახელმწიფოს - ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის - დროშების აღმართვის საზეიმო ცერემონიას დაესწრო.
საზეიმო ცერემონიაზე, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, გერმანიის, ფინეთის, ისლანდიის და უკრაინის პირველი პირები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები დაესწრნენ, დალია გრიბაუსკაიტემ ლიტველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენა მიულოცა, ასევე მეგობარი ქვეყნების ლიდერებს მიმართა.
„გასული საუკუნის დასაწყისში ჩვენ დიდი იმედით ველოდით მხარდაჭერის რაიმე ნიშანს. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი მეგობრები და მოკავშირეები გყავს, რომ მათი მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს“, - განაცხადა ლიტვის პრეზიდენტმა. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ბევრი ჩვენი მეგობარი დღეს აქ არის. მადლობას გიხდით ყველას, რომ ჩვენთან ერთად ხართ“, - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ. 
ვილნსიუში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი თორლასიუს იოჰანესონს, და ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს, შეხვდა და 26 მაისს, თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებზე მოიწვია. ისლანდიელ და ფინელ ლიდერებთან შეხვედრისას, ხაზი გაესვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელობას. განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები, ასევე ორმრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაციის შესაძლებლობები პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით. 
„ვილნიუსში ყოფნა, ჩემთვის იყო შესაძლებლობა ვმდგარიყავი ჩვენთვის ძალიან ახლობელ - ლიტველ ხალხთან ერთად და ვყოფილიყავი ჩემს ძალიან ახლო მეგობართან და ქვეყნის მხარდამჭერთან - დალია გრიბაუსკაიტესთან ერთად იმ მომენტში, როდესაც ის ზეიმობდა რესპუბლიკის აღდგენის 100 წლისთავს“, - განაცხადა ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, გიორგი მარგველაშვილმა. 
მისივე თქმით, მსგავსი ფორუმები ხელს უწყობს კონტაქტების დამყარებას „ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია სჭირდება“, ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ ევროპელ ლიდერებთან „ვისაუბროთ, თუ როგორ უნდა განვავითაროთ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს და რეგიონის საკეთილდღეოდ“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
26