Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 19 თებ.'18 / 16:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გამართა.

17 თებერვალს კვირიკაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა და თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა, იტყობინება პენტაგონის პრესსპიკერი.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანი მიესალმა საქართველოს, როგორც ავღანეთის მისიაში ნატოს არაწევრ უმსხვილეს კონტრიბუტორ ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი ჯარისკაცების ოდენობით და აღიარა, რომ ამ წვლილის შედეგად საქართველომ 32 სამხედრო დაკარგა, ხოლო 290 დაიჭრა,“ განაცხადა პრესსპიკერმა დანა ვაითმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჯეიმს მატისმა „კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ და „განიხილა საქართველოს თავდაცვის რეფორმებში მნიშვნელოვანი პროგრესი, ასევე აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გაწეული დახმარება, მათ შორის მიმდინარე პარტნიორობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საბრძოლო მზადყოფნის და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად“.

ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების, ასევე 2017-2020 წლების განახლებული ასოცირების დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისარი ჰანი მიესალმა „ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსა“ და კიდევ ერთხელ გამოხატა ბრიუსელის ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მან ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, ასევე საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გარემოზე ისაუბრა.

„დაახლოებით 26 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკურ სივრცეში შესვლისკენ, უფრო სწორად - დაბრუნებისკენ, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა თავის შესავალ სიტყვაში.

„ჩვენი მისწრაფებები იმ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლიდანაც ჩვენ იძულებით ამოგვგლიჯეს, გაზიარებული და მიღებულია მეორე მხარის მიერ. როგორც ნატომ, ისე ევროკავშირმა, ასევე მათმა წევრმა სახელმწიფოებმა, მხარდაჭერის ხელი გამოუწოდეს ჩვენს ახალგაზრდა დემოკრატიას და ამას ქართველი ხალხი დიდად აფასებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე საუბრისას, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე და დასაფასებელი და სანდო მეგობარი“. „გერმანია გადამწყვეტ როლს ასრულებს საქართველოს დასავლურ გეზის განხორციელებაში. გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი და ევროკავშირის ინსტიტუციური მხარდაჭერა დაეხმარა საქართველოს, იქცეს მდგრადი დემოკრატიის მქონე ქვეყნად", - დასძინა მან.

კვირიკაშვილი, რომელსაც მიუნხენში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თან ახლდნენ, შეხვდა თავის კოლეგებს თურქეთიდან, მოლდოვადან და ნიდერლანდებიდან, ასევე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარეს ვოლფგანგ იშინგერს და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის, ფატუ ბენსუდას. ეს უკანასკნელი 2008 წლის აგვისტოს ომს იძიებს.

მიუნხენში შეხვედრები მიხეილ ჯანელიძემ და ლევან იზორიამაც გამართეს. ჯანელიძე შეხვდა თავის კოლეგებს იაპონიიდან, მოლდოვადან, იტალიიდან, ლიხტენშტეინიდან, ნორვეგიიდან, ჩეხეთის რესპუბლიკიდან და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. იგი ასევე შეხვდა აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილეს და ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს. თავის მხრივ, იზორია გერმანიის და ნორვეგიის თავდაცვის მინისტრებს, ასევე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრს, მარკ ლანკასტერს შეხვდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35