Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
Civil Georgia, Tbilisi / 21 თებ.'18 / 15:19

საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით საპოლიციო თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან და ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიას განახორციელებს შენგენის ქვეყნებში საქართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირების მიზნით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ადრინდელი ინფორმაცია, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ისლანდიამ და შვედეთმა წუხილები გამოთქვა ორ საკითხზე - საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ზრდაზე და თავშესაფრის მინიჭების შესახებ მოთხოვნების მატებზე, რამაც ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა შესაძლოა დროებით შეაჩეროს უვიზო რეჟიმი.

გუშინ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების და საერთაშორისო დაცვის თაობაზე მათი განაცხადების რაოდენობა ბოლო თვეების მანძილზე გაიზარდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს ის რაოდენობა არ არის, რამაც შესაძლოა შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გამოიწვიოს.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ დგას ეს საშიშროება, მაშინვე დავიწყეთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, როგორც კი პირველივე სიგნალები მივიღეთ წუხილის ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ მთავრობამ „კოორდინირებული“ რეაგირება მოახდინა ამგვარ წუხილებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნა მივლინებული, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა და ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე მიაღწია შეთანხმებას.

ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება საინფორმაციო კამპანიას განახორციელებს, რომლის მიზანიცაა, რომ „ჩვენს მოქალაქეებს კარგად გავაგებინოთ, რომ თავშესაფრის მოთხოვნა არალეგალურად, არამიზნობრივად არის დიდი საფრთხის მატარებელი მათთვის“.

„ისინი ისედაც მათ მცირე რესურსს ხარჯავენ, რომ ჩავიდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, იქ ძალიან რთულ პირობებში არიან, ხშირ შემთხვევაში ეს არის ბანაკები და ძალიან მძიმე პირობები... როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის თითქმის ლატარეა იმიტომ, რომ დაალხოებით ნულიდან სამ პროცენტამდე არის მხოლოდ დაკმაყოფილება თავშესაფრით“, - განმარტა ჯანელიძემ.

ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად ზომების გამკაცრებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და სხვა.

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი

28 მარტს საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ერთ წლისთავს აღნიშნავს, რამაც საშუალება მისცა ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე უვიზოდ ემოგზაურათ შენგენის ზონის ქვეყნებში.

ევროკავშირი შეჩერების მექანიზმს, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით, „შესაბამისი და ობიექტური მონაცემების“ საფუძველზე იმ შემთხვევაში აამოქმედებს, თუ მესამე ქვეყნებიდან გაიზრდება არალეგალების რაოდენობა, თავშესაფრის თაობაზე დაუსაბუთებელი განაცხადები, ქვეყანა არ უზრუნველყოფს ევროკავშირში არალეგალურად მყოფი მისი მოქალაქეების დაბრუნებას ან ეს მოქალაქეები პრობლემებს შეუქმნიან შიდა უსაფრთხოებას.

19 თებერვლის მდგომარეობით, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს დაახლოებით 220 000-მა მოქალაქემ ისარგებლა.

ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, ნორვეგიამ და შვეიცარიამ საქართველოს მოქალაქეებისგან 1465 პირველადი განაცხადი მიიღეს საერთაშორისო დაცვის თხოვნით, რაც თითქმის სამჯერადი ზრდაა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით (568 განაცხადი).

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
79