Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
Civil Georgia, Tbilisi / 21 თებ.'18 / 19:12


პარლამენტის პლენარული სხდომა, 21 თებერვალი, 2018. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ გაიზიარა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები და მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში მიღებული ცვლილებების პირვანდელ ვარიანტს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციების მწვავე კრიტიკას იწვევს.

ახალი რეგულაციებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში მეტი თავისუფლება და კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსვლების მიღების შესაძლებლობა ენიჭება. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ფინანსურს პრობლემებს შეუქმნის კერძო ტელეკომპანიების, განსაკუთრებით კი, რეგიონული ტელევიზიების ფუნქციონირებას, საზოგადოებრივ მაუწყებელში კი კორუფციის რისკს გააჩენს. 

სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენელთა ეს პოზიცია ასახულ იქნა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში. კერძო ტელეკომპანიებისათვის არსებულ საფრთხეებსა და კორუფციის რისკზე საუბრობდნენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებმაც პლენარულ სხდომაზე „მაუწყებლობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში შეტანილი ცვლილებები მკაცრად გააკრიტიკეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება დაუსაბუთებლად მაღალია, კერძო ტელევიზიების „ჯიბეში ჩაძრომით და უკანასკნელი ლუკმის წართმევით“ საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავლების ზრდა კი მიუღებელია. 

ევროპული საქართველოს დეპუტატის, სერგო რატიანის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ადასტურებს, რომ ხელისუფლება ბოლო წლებში მედიაზე შეტევას ახორციელებს. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელში კორუფციასა და პროტექციონიზმს წაახალისებს. 

საკანონმდებლო ცვლილებები პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ირმა ინაშვილმაც, გააკრიტიკა. მისი განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები „არღვევს ბალანსს სარეკლამო ბაზარზე, არღვევს კონკურენციის პირობებს, აბსოლუტურად მყარდება დიქტატურა და სხვა არხებს განვითარების შესაძლებლობა ესპობათ“. 

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების „მიზანი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარების საშუალება, ანუ ნულოვანი სოციალური გავლენიდან ამოსვლა პოზიტიურ შედეგზე“. მისივე თქმით, „მომდევნო 1-1,5 წლის განმავლობაში დავაკვირდებით მედიაბაზარს და თუ მოხდება რაიმე პრობლემის იდენტიფიცირება მედიაბაზარზე კერძო მაუწყებლებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ჩავერევით საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე“.

„მაუწყებლობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში ინიცირებული ცვლილებები პარლამენტმა გასული წლის 22 დეკემბერს მიიღო, პრეზიდენტმა კი 15 იანვარს კანონპროექტებს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა.

საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეთანხმებოდა მმართველი გუნდის ნაწილი, ასევე მედიაორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. 

ცოტა ხნის წინ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის მოთხოვნით კამპანია დაიწყეს

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
45