Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა ჩაბუქის საჩივრის განხილვა დაიწყო
Civil Georgia, Tbilisi / 27 თებ.'18 / 14:57

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა, რომლის ექსტრადირებასაც, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, თურქეთი მოითხოვს, 15 თებერვალს გაეროს წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტს საჩივრით მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოდან თურქეთში მისი ექსტრადირების შემთხვევაში ის შესაძლოა წამებას დაექვემდებაროს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საჩივარში ჩაბუქი აღნიშნავს, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში მის მიმართ შესაძლოა დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები, რომელთა თანახმადაც არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა გაასახლოს, დააბრუნოს ან გადასცეს რომელიმე პირი სხვა სახელმწიფოს, თუ არის სერიოზული საფუძველი ეჭვისათვის, რომ მას იქ წამების საფრთხე დაემუქრება.

იუსტიციის სამინისტროს თანახმად, წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის 2018 წლის 19 თებერვლის წერილით, „საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს საქართველოდან თურქეთში მომჩივნის ექსტრადირებისგან, სანამ ეს საქმე გაეროს კომიტეტში განიხილება“. სამინისტროს ცნობით, კომიტეტის წერილი უკვე გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

წამების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტი გაეროს ორგანოა, რომელიც „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ გაეროს 1984 წლის კონვენციის აღსრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. კომიტეტი, რომელიც 10 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან შედგება, წელიწადში ორჯერ იკრიბება და წამებასთან ბრძოლის კუთხით გაეროს წევრი ქვეყნების ანგარიშებს განიხილავს. 

კომიტეტი ასევე უფლებამოსილია, განიხილოს ინდივიდუალური და სახელმწიფოთაშორისი საჩივრები, ასევე საკუთარი ინიციატივით დაიწყოს მოკვლევა იმ ფაქტებზე, რომელიც წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობას ეხება. ინდივიდუალური საჩივრის განხილვისას, როგორიც ჩაბუქის საჩივარია, კომიტეტი უფლებამოსილია მიმართოს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რათა მან საკითხის განხილვის დასრულებამდე არ გაატაროს იმგვარი ზომები, რომელიც მომჩივანს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. 

მუსტაფა ემრჩე ჩაბუქი, რომელიც 15 წლის მანძილზე დემირელის კოლეჯის მმართველი იყო, გასული წლის მაისში თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს და წინასაექტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს. მას ბრალად ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი ედება, რასაც ჩაბუქი უარყოფს. 

ჩაბუქი 19 თებერვალს ციხიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროცესი, რომელზეც ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების დასაშვებობა განიხილება. 

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემას დასაშვებად მიიჩნევს, საბოლოო გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი მიიღებს და ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას გამოსცემს.

წინასაექტრადიციო პატიმრობაში ყოფნისას, მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75