Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოხატავს
Civil Georgia, Tbilisi / 28 თებ.'18 / 13:12

„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმადაა შეშფოთებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, რომელიც 22 თებერვალს დააკავეს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა პატიმრობაში“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფოს დეპარტამენტის პრესპიკერმა ჰეზერ ნაუერტმა 27 თებერვალს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მოქალაქეების ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაკავების გამო და მოუწოდებს დე-ფაქტო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მათი თავისუფალი გადაადგილება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე“, - განაცხადა პრესპიკერმა.

მან კვლავ გაიმეორა აშშ-ის საელჩოს ადრინდელი მოწოდებები, რომ ინციდენტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება იქნას უზრუნველყოფილი და მოუწოდა „ყველა მხარეს, შეთანხმდნენ დამატებით ზომებზე ორმხრივი ნდობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებისათვის დაზარალებულ რეგიონში“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა.  ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების ძალებმა წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახი, რომელიც დევნილთა წილკნის დასახლებაში ცხოვრობს, ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ოჯახს მანამდე არ გადაეცემა, სანამ რუსეთში ოსური მხარის მიერ გადაცემული გვამის გაკვეთის მასალების „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ არ ჩატარდება.

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომლის თქმითაც ტატუნაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, აცხადებს, რომ „ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება იმ მიზანს, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები“.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება უკვე დაგმეს თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ევროკავშირმა, ლიტვამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა, PACE-ს თანამომხსენებლებმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
55