Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოში ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების პრობლემაა
Civil Georgia, Tbilisi / 28 თებ.'18 / 16:19

2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც საქართველომ წინა წელთან შედარებით ოდნავ გაუარესებული შედეგი აჩვენა და, 56 ქულით, 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილი დაიკავა, საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

კორუფციის აღქმის ინდექსის რეგიონულ ანალიზში სახელწოდებით „ევროპა და ცენტრალური აზია: მეტი სამოქალაქო ჩართულობის საჭიროება“, საერთაშორისო გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესების მიუხედავად, როგორიცაა საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის შემოღება, ასევე მამხილებელთა დაცვის გაძლიერება, საქართველოში „გარკვეული უკუსვლა“ შეინიშნება. 

„ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და რეგულაციების აღსრულების პრობლემა, ასევე არასაკმარისად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აფერხებს შემდგომ პროგრესს ქვეყანაში. გარდა ამისა, გავლენიანი პოლიტიკოსების მიმართ გახშირებული ბრალდებები კორუფციის თაობაზე გამოუძიებელი რჩება“, - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა. 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ ეს წელი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებისთვის უნდა გამოიყენოს და „შექმნას ესოდენ საჭირო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო“. 

2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა. 2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა ჰქონდა და ლატვიასთან ერთად 44-ე ადგილზე იყო 176 ქვეყანას შორის. 2012 წელს საქართველომ 52 ქულა მიიღო; 2013 წელს - 49 ქულა, ხოლო 2014 და 2015 წელს კი - 52 ქულა მიიღო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48