Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალი ტატუნაშვილი ცხედრის გადმოცემის თარიღს კვლავ არ ასახელებს
Civil Georgia, Tbilisi / 1 მარ.'18 / 18:06

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრა, რომელზეც ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხები განიხილებოდა, უშედეგოდ დასრულდა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლმა კახა ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლისგან „ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი“ ვერ მიიღეს.

„გადავწყვიტეთ, დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა, იქედან გამომდინარე, რომ ცენტრალური მთავრობისთვის „ტატუნაშვილის საქმეს“ აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ქემოკლიძემ. მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს „ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა“ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი და დაკავებული მოქალაქეების გადმოცემის საკითხი გადაწყდება.   

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა აღნიშნა, რომ „შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ მეტი დრო სჭირდებათ, რათა ამ საკითხებზე წინსვლა მოხდეს“. „ჩვენ კვლავ შეხვდებით, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხებზე პროგრესს მოკლე დროში მივაღწევთ“, - დასძინა მან. 

ერიკს ჰოგის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობას. მისივე თქმით, მხარეები განაგრძობენ ცხელი ხაზის გამოყენებას იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა.  ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების ძალებმა წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახი, რომელიც დევნილთა წილკნის დასახლებაში ცხოვრობს, ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ოჯახს მანამდე არ გადაეცემა, სანამ რუსეთში ოსური მხარის მიერ გადაცემული გვამის გაკვეთის მასალების „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ არ ჩატარდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44