Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართულმა ოცნებამ და ევროპულმა საქართველომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების თაობაზე რეზოლუციის პროექტები შეიმუშავეს
Civil Georgia, Tbilisi / 2 მარ.'18 / 17:25

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, „სიცოცხლის ხელყოფის“ თაობაზე პარლამენტი რეზოლუციის მიღებას გეგმავს. რეზოლუციის პროექტი დღეს მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ, გამოაქვეყნა. ერთი დღით ადრე კი, დოკუმენტის საკუთარი ვარიანტი ევროპულმა საქართველომ წარმოადგინა.

ქართული ოცნების მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ „რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის  მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო და უსაფრთოხების პოლიტიკის პრიორიტეტია“. რეზოლუცია „მკაცრად გმობს“ 2018 წლის თებერვალში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის და 2016 წლის მაისში აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას „სიცოცხლის ხელყოფის“ ფაქტებს, რაზეც „სრული პასუხისმგებლობა“ რუსეთის ფედერაციას ეკისრება. რეზოლუციაში ასევე დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები. 

ქართული ოცნების პროექტის თანახმად, რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს „უზრუნველყოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისა და დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა“ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, ასევე -  „გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა“ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში „უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში პროგრესის მისაღწევად“.

რეზოლუციის პროექტი საერთაშორისო თანამეგობრობასაც  მიმართავს და მოუწოდებს, „მიიღოს ზომები“ ცხინვალის რეგიონში გარდაცვლილი და დაკავებული მოქალაქეების გადმოცემის საკითხის გადასაწყვეტად, ასევე ტატუნაშვილის საქმეზე ქართული მხარის მიერ „საფუძვლიანი გამოძიების“ ჩასატარებლად. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, „გააძლიეროს ძალისხმევა“, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მოხდეს „ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება“. 

საქართველოს მოქალაქეთა - არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას - სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს ასევე „გმობს“ ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტიც, რომელიც ასახავს პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ გახმოვანებულ ინიციატივას, რომ შეიქმნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ვის მიმართაც საქართველოს ხელისუფლებამ სანქციები უნდა დააწესოს.  

ევროპული საქართველოს მიერ მომზადებული პროექტი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ფორმირებას საქართველოს მთავრობას ავალებს. პროექტის თანახმად, ხელისუფლებამ უნდა დააყადაღოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა ის ქონება, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობისათვის. გარდა ამისა, რეზოლუციის პროექტის თანახმად, სიაში მოხვედრილ პირებს არ უნდა შეეხოთ საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის დაწესებული შეღავათები და უფასო სახელმწიფო სერვისები.

რეზოლუციის პროქტი მოუწოდებს მთავრობას საქართველოს პარტნიორებთან ერთად იმუშაოს სიაში შეყვანილ პირთა მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს უნდა „ერთხოვოთ“, რომ დააწესონ შეზღუდვები, რათა დამნაშავეებს „არ მიეცეთ ქონების გადაადგილების, თუ შეძენის და, ასევე, ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საშუალება მათ ტერიტორიებზე“.

საქართველოს პარლამენტი რეზოლუციის ტექსტს მომდევნო სასესიო კვირაში მიიღებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57