Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Amnesty International-ი ტატუნაშვილის საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 6 მარ.'18 / 12:52

„რუსეთმა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყონ ქართველი დაკავებულის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დეტალური,  სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება, ხოლო მისი ცხედარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ოჯახს“, - განაცხადა Amnesty International-მა 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

35 წლის ახალგორის მკვიდრის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი, რომელიც 22 თებერვალს ცხინვალში დაკავებისას გარდაიცვალა, თბილისის მოთხოვნისა და საერთაშორისო შუამავლობის მიუხედავად ჯერაც არ გადაუციათ ოჯახისთვის. 

სამხრეთ კავკასიაში Amnesty International-ის წარმომადგენელმა, ლევან ასათიანმა 6 მარტს Civil.ge-ს განუცხადა, რომ ცხინვალის მიერ ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება „ნათლად აჩვენებს, რომ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება ტატუნაშვილის სიკვიდლის გარემოებებს მალავს. პატიმრობისას გარდაცვალება ყოველთვის საეჭვოა და თუ მიუკერძოებელი გამოძიება ამას სხვაგვარად არ დაამტკიცებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის თვითნებურ ხელყოფასთან გვაქვს საქმე“.

Amnesty International-მა განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, „პატიმრობაში მყოფი პირის გარდაცვალება უნდა განიხილებოდეს, როგორც თვითნებური დასჯა და დეტალური, სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს ამ ვარაუდის დადასტურების ან უარყოფის მიზნით“.  „არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ეფექტური გამოძიების ვალდებულების უგულებელყოფა სიცოცხლის უფლების ხელყოფის ტოლფასი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება უკვე დაგმეს თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ევროკავშირმა, ლიტვამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, ფინეთმა, ესპანეთმა, იაპონიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა, PACE-ს თანამომხსენებლებმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27