Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს და ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
Civil Georgia, Tbilisi / 6 მარ.'18 / 14:35


მიხეილ ჯანელიძე და იგორ ცრნადაკი, 5 მარტი, 2018. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს, 5 მარტს თავის კოლეგას, იგორ ცრნადაკს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც ორ სამინისტროს შორის უფრო ახლო თანამშრლომლობას ითვალისწინებს. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი „ხაზს უსვამს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების - სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვეობისა და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის დაცვით ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას.“

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ ვიზიტი „ჩვენი მაღალი დონის ურთიერთობების გაგრძელებაა“. „მოხარული ვართ, რომ წინ მივიწევთ ორ ქვეყანას შორის ახალი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებისკენ; მემორანდუმის ხელმოწერა ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში“, - აღნიშნა ჯანელიძემ.

5 მარტს, მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ბოსნია-ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს წევრს, ბაქირ იზეტბეგოვიჩს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა ქვეყნის მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბოსნია-ჰერცეგოვინადან ჯანელიძე ბელგრადში გაემგზავრება, სადაც სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს,  პრემიერ-მინისტრს ანა ბრნაბიჩს,  საგარეო საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს და ევროინტეგრაციის მინისტრს იადრანკა იოკსიმოვიჩს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე ორი თვით ადრე ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ რესპუბლიკა სრპსკას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა, რასაც თბილისის დიპლომატიური პროტესტი და ბოსნიის მთავრობის უარყოფითი რეაგირება მოყვა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35