Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბათუმის არეულობის საქმეზე მსჯავრდებულები პატიმრობიდან გათავისუფლდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 6 მარ.'18 / 18:55

2017 წლის მარტში ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე მსჯავრდებულები - მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პატიმრობიდან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. მსჯავრდებულებმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვეს.

ადვოკატ პაატა შავაძის განცხადებით, ჩხვირკიას და ღოღობერიძის გათავისუფლებისას, ადგილობრივმა საბჭომ გაითვალისწინა ის „დადებითი მახასიათებლები“, რომლებიც გაიცა როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი უდანაშაულოდ უნდა იქნან ცნობილები და უნდა დადგეს საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი“, -  განაცხადა პაატა შავაძემ.

მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას, რომელთაც ბრალად ედებოდათ  2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში „ჯგუფური ძალადობის“ ორგანიზება, რის შედეგადაც პოლიციის და კერძო პირების მანქანები დაიწვა, ასევე - დაზიანდა მაღაზიები და ქალაქის ინფრასტრუქტურა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა იანვარში მიუსაჯა.

ჩხვირკია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. ის, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიის განაწესის დარღვევის გამო გარიცხეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48